პროფესორ იაკუბ დოლეჟელის ლექცია სოციალური მუშაობის სტუდენტებისთვის

20 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორმა იაკუბ დოლეჟელმა სოციალური მუშაობის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებისა და პრაქტიკის ხელმძღვანელებისთვის საჯარო ლექცია „სულიერი კომპეტენციების განვითარება: ოლომოუცის ტრენინგის მოდელი და მისი ეფექტიანობა“ წაიკითხა.

იაკუბ დოლეჟელი (ThLic., Th.D.) ჩეხი თეოლოგი და სოციალური მუშაობის ექსპერტია, ოლომოუცის პალაცკის უნივერსიტეტისა და CARITAS-ის სოციალური მუშაობის კოლეჯის პროფესორი. მისი კვლევითი ინტერესები სოციალური მუშაობის თეოლოგიურ საფუძვლებს, პრაქტიკაში სულიერ მგრძნობელობასა და ქრისტიანულ სოციალურ მუშაობას მოიცავს.

ლექცია Erasmus+ პროგრამის ფარგლებში გაიმართა. აღნიშნული პროექტი თითქმის 10 წელია მიმდინარეობს და მისი მიზანია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პალაცკის უნივერსიტეტს შორის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეწყობა. ორი უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის სკოლებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად 30-ზე მეტმა ქართველმა სტუდენტმა სულ მცირე ერთი აკადემიური სემესტრი ჩეხეთში, პალაცკის უნივერსიტეტში გაატარა.

გაიგე მეტი

გაიგე მეტი