WSB Merito უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას ინტენსიურ უფასო საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამაზე (IMPK) „რეაგირება სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმებზე“ (Response to Attacks on Life and Health), რომელიც გაიმართება 11-დან 15 მაისამდე ვროცლავში (პოლონეთი).
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ არაპოლონური უნივერსიტეტების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და ინტეგრირებული პროგრამების სტუდენტებს. სავალდებულოა ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა.
- ადგილების რაოდენობა: 16
- საფასური: უფასო (ფინანსდება მგზავრობის ხარჯებიც SPINAKER/NAWA წესების შესაბამისად)
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 21 აპრილი (23:59 საათი)
სარეგისტრაციო ბმული: Intensive International Education Programme IMPK – Initial Application
დეტალურად პროგრამის შესახებ: IMPK
კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით პროექტის კოორდინატორ კატარინა ვასილუკ-ციელუხს (Katarzyna Wasiluk-Cieluch) ელფოსტაზე: katarzyna.wasiluk-cieluch@wroclaw.merito.pl

