იაპონიის ფონდი საზღვარგარეთ იაპონური ენის შესწავლის პროცესში მაღალი აკადემიური მიღწევებით გამორჩეული სტუდენტებისთვის აცხადებს განაცხადების მიღებას იაპონური ენის პროგრამაზე, რომელიც 2026 წლის 2-16 სექტემბერს იაპონიაში გაიმართება.
პროგრამის მიზანია იაპონური ენის, კულტურისა და საზოგადოების შესახებ მონაწილეთა ცოდნის გაღრმავება ლექციებისა და მრავალფეროვანი აქტივობების საშუალებით, ასევე იაპონური ენის შესწავლის მოტივაციის გაძლიერება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 24 აპრილი, პარასკევი, 17:00 საათი
დამატებითი ინფორმაციის გთხოვთ, დაუკავშირდეთ იაპონიის საელჩოს კულტურის განყოფილებას ელფოსტაზე: culture@tb.mofa.go.jp

