ილიაუნის სამართლის სკოლის წარმატება Philip C. Jessup-ის სახელობის საერთაშორისო იმიტირებული პროცესების კონკურსზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდმა საქართველო წარმოადგინა მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ Philip C. Jessup-ის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული პროცესების საერთაშორისო ეტაპზე. კონკურსს წელს ვაშინგტონმა უმასპინძლა და მასში 100-ზე მეტი ქვეყნის 700-ზე მეტი სამართლის სკოლის წარმომადგენელი მონაწილეობდა. გლობალურ ასპარეზზე მონაწილეობის უფლება გუნდმა კონკურსის ეროვნულ რაუნდებში გამარჯვებით მოიპოვა. გუნდის შემადგენლობაში იყვნენ სამართლის სკოლის  მაგისტრატურის სტუდენტები: […]