ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდმა საქართველო წარმოადგინა მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ Philip C. Jessup-ის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული პროცესების საერთაშორისო ეტაპზე.
კონკურსს წელს ვაშინგტონმა უმასპინძლა და მასში 100-ზე მეტი ქვეყნის 700-ზე მეტი სამართლის სკოლის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
გლობალურ ასპარეზზე მონაწილეობის უფლება გუნდმა კონკურსის ეროვნულ რაუნდებში გამარჯვებით მოიპოვა. გუნდის შემადგენლობაში იყვნენ სამართლის სკოლის მაგისტრატურის სტუდენტები: მარიამ კობერიძე, მარიამ ჯიღაური, ნინო შელია, მარიამ ჯიქიძე. გუნდს ხელმძღვანელობდა მარიამ ტაგანაშვილი, ილიაუნის კურსდამთავრებული, Jessup-ის 2024 წლის ეროვნული რაუნდის გამარჯვებული.
გუნდმა კონკურსში მნიშვნელოვანი შედეგები მოიპოვა:
- ილიაუნი მსოფლიოს საუკეთესო 35 გუნდს შორის დასახელდა საუკეთესო მემორანდუმების რეიტინგში (165 მონაწილე გუნდიდან);
- გუნდის ნამუშევარი წარდგენილი იყო M. Cherif Bassiouni-ს სახელობის ნომინაციაზე, რაც საერთაშორისო მასშტაბით უმაღლესი დონის წერილობითი არგუმენტაციის აღიარებაა.
გუნდი მადლობას უხდის მხარდამჭერებსა და სპონსორებს: Suknidze & Partners; NB Legal; GRATA International Georgia; VBAT; Toradze & Partners; Gvelebiani Law; Nodia, Urumashvili & Partners; Eurofasad), რომელთა დახმარებითაც შესაძლებელი გახდა საერთაშორისო ეტაპზე საქართველოსა და უნივერსიტეტის ღირსეული წარდგენა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა ულოცავს გუნდს და წარმატებას უსურვებს!

