ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებისათვის სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაცია

30 აპრილს გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები. მოქმედი საარჩევნო დებულების მოთხოვნათა გათვალისწინებით დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ დარეგისტრირდნენ დამკვირვებლად შესაბამის საარჩევნო უბნებზე. განცხადებები მიიღება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით elections2026@iliauni.edu.ge რეგისტრაციის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია: განცხადება პირადობის მოწმობის ასლი წესდების ასლი განცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 25 აპრილი, 18:00 საათი დამკვირვებელი ორგანიზაციის სარეგისტრაციო ფორმა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებისათვის დამოუკიდებელი კანდიდატისა და სტუდენტური ორგანიზაციების რეგისტრაცია

30 აპრილს გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები. სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგელობითი ორგანოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს უნივერსიტეტის აქტიური სტატუსის მქონე ნებისმიერ სტუდენტს და სტუდენტურ საინიციატივო ჯგუფს, რომელიც გაივლის რეგისტრაციას ცესკოში; დამოუკიდებელი კანდიდატის რეგისტრაცია დამოუკიდებელმა კანდიდატმა ცესკოში რეგისტრაციისთვის უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი საბუთის ქსეროასლი; გ) ცნობა სტუდენტობის შესახებ; დ) იმ ფაკულტეტეტის იმ […]
მიღება ტრენინგკურსზე „ლაბორატორიული ბიოუსაფრთხოება ISO 15190-ის მოთხოვნების შესაბამისად“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი აცხადებს მიღებას ტრენინგკურსზე „ლაბორატორიული ბიოუსაფრთხოება ISO 15190-ის მოთხოვნების შესაბამისად“. სასწავლო კურსი განკუთვნილია კვლევითი და სადიაგნოსტიკო ლაბორატორიების პერსონალისთვის პროფესიული უნარების შესაძენად და გასავითარებლად. რატომ არის ეს კურსი მნიშვნელოვანი? ლაბორატორიული ბიოუსაფრთხოება კრიტიკულად მნიშვნელოვანია პერსონალის, ბიოლოგიური მასალისა და გარემოს დაცვისთვის. კურსი ეფუძნება ISO 15190 საერთაშორისო სტანდარტს, რომელიც სამედიცინო და ბიოლოგიური […]
