ინდოეთის მთავრობის სტიპენდიები

ინდოეთის კულტურულ ურთიერთობათა საბჭო (ICCR) საერთაშორისო სტუდენტებისთვის აცხადებს განაცხადების მიღებას 2026-2027 სასწავლო წლისთვის. პროგრამა სთავაზობს სტუდენტებს ინდოეთში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას. დამატებითი ინფორმაცია (სასწავლო პროგრამები, ხანგრძლივობა და სხვა დეტალები) ხელმისაწვდომია ოფიციალურ ვებგვერდზე: http://a2ascholarships.iccr.gov.in განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადა: 22 აპრილი, 2026
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ნეიროტექნოლოგიების საგაზაფხულო სკოლასა და გლობალურ ჰაკათონს უმასპინძლებს

20-29 აპრილს საქართველოში პირველად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მუსხელიშვილის ინსტიტუტთან პარტნიორობით უმასპინძლებს ნეიროტექნოლოგიების საგაზაფხულო სკოლასა და გლობალურ ჰაკათონს. „g.tec Neurotechnology Spring School“ ნეიროტექნოლოგიების სფეროში ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო ღონისძიებაა, რომელმაც 2025 წელს 140 ქვეყნიდან 90 000-ზე მეტი მონაწილე გააერთიანა. სტუდენტებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია დაესწროს 100-ზე მეტი საათის ხანგრძლივობის საერთაშორისო ექსპერტთა ონლაინლექციებს ინგლისურ ენაზე და ჩაერთოს […]
პოლონეთის WSB Merito უნივერსიტეტი საერთაშორისო პროგრამაზე მიღებას აცხადებს

WSB Merito უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას ინტენსიურ უფასო საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამაზე (IMPK) „რეაგირება სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმებზე“ (Response to Attacks on Life and Health), რომელიც გაიმართება 11-დან 15 მაისამდე ვროცლავში (პოლონეთი). პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ არაპოლონური უნივერსიტეტების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და ინტეგრირებული პროგრამების სტუდენტებს. სავალდებულოა ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა. ადგილების რაოდენობა: 16 საფასური: უფასო (ფინანსდება […]
