პროფესორ იაკუბ დოლეჟელის ლექცია სოციალური მუშაობის სტუდენტებისთვის

20 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორმა იაკუბ დოლეჟელმა სოციალური მუშაობის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებისა და პრაქტიკის ხელმძღვანელებისთვის საჯარო ლექცია „სულიერი კომპეტენციების განვითარება: ოლომოუცის ტრენინგის მოდელი და მისი ეფექტიანობა“ წაიკითხა. იაკუბ დოლეჟელი (ThLic., Th.D.) ჩეხი თეოლოგი და სოციალური მუშაობის ექსპერტია, ოლომოუცის პალაცკის უნივერსიტეტისა და CARITAS-ის სოციალური მუშაობის კოლეჯის პროფესორი. მისი კვლევითი ინტერესები სოციალური მუშაობის თეოლოგიურ […]

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება – ტერმინოლოგიური კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება და ახალი ლექსიკონის პრეზენტაცია

17 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა. შეხვედრა ტერმინოლოგიური კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოებასა და ახალი იტალიურ-ქართული ლექსიკონის წარდგენას დაეთმო. კონკურსის „შექმენი ქართული ტერმინი“ მეექვსე ტურის გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები და კონკურსის მხარდამჭერი კომპანიის, „დრესაპის“ საჩუქრები. წლევანდელი ტურის გამარჯვებულები არიან: მარიამ კვინიკაძე, რაზმიკ ბადალიანი, ლელა სარიშვილი, ჯეომირ ჭითანავა და რუსთავის მე-4 საჯარო სკოლის IIIგ […]

დასრულდა პროექტი „შევიმეცნოთ ჩვენი სამყარო პირველი წამებიდან დღემდე და მომავალში“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე წარმატებით დასრულდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროექტი „შევიმეცნოთ ჩვენი სამყარო პირველი წამებიდან დღემდე და მომავალში“, რომელიც შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის (SPG-25-456) ფარგლებში განხორციელდა. პროექტის მთავარი მიზანი იყო მოსწავლეებისთვის სამყაროს თანამედროვე სურათის გაცნობა. დაკვირვებები და ექსპერიმენტები მეცნიერებს საშუალებას აძლევს, აღადგინონ სამყაროს „სურათი“ მისი განვითარების ეტაპიდან, როდესაც ის წამის მემილიარდედი ასაკის იყო, იმსჯელონ მის ევოლუციაზე […]