კონკურსი ვენის უნივერსიტეტის უმაღლესი კვლევების ცენტრის სტიპენდიებზე

ვენის უნივერსიტეტის უმაღლესი კვლევების ცენტრი (Vienna Center for Advanced Studies – ViCAS) აცხადებს კონკურსს 2027-2028 აკადემიური წლის კვლევით სასტიპენდიო პროგრამაზე (ViCAS Fellowship). პროგრამა მეცნიერებს საშუალებას აძლევს, კვლევითი საქმიანობა წარმართონ ევროპის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის საერთაშორისო და ინტერდისციპლინურ აკადემიურ გარემოში. შერჩეული სტიპენდიატები მიიღებენ ყოველთვიურ ანაზღაურებას, რომელიც მოიცავს საცხოვრებლისა და საჭიროების შემთხვევაში ბავშვზე ზრუნვის დანამატს. გათვალისწინებულია მკვლევრის მშობლიური […]

სეულის ეროვნული უნივერსიტეტის სადოქტორო სასტიპენდიო პროგრამა აკადემიური პერსონალისთვის

სეულის ეროვნული უნივერსიტეტი (SNU) განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების უნივერსიტეტების აკადემიური და სასწავლო პერსონალისთვის აცხადებს პრეზიდენტის სასტიპენდიო პროგრამას (SPF) 2027 წლის გაზაფხული. პროგრამა შერჩეულ კანდიდატებს სთავაზობს სწავლის სრულ დაფინანსებას სეულის ეროვნული უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე. სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ პირებს, რომლებიც ფლობენ მინიმუმ მაგისტრის აკადემიურ ხარისხს (და არ აქვთ დოქტორის ხარისხი) და ამჟამად დასაქმებულნი არიან უნივერსიტეტში აკადემიურ […]

ბრაზილიის უნივერსიტეტების საერთაშორისო მობილობის პროგრამა GCUB-MOB

ბრაზილიის უნივერსიტეტების საერთაშორისო თანამშრომლობის ჯგუფის (GCUB) საერთაშორისო მობილობის პროგრამა – GCUB-MOB აცხადებს განაცხადების მიღებას პროგრამის მეხუთე გამოცემის ფარგლებში (კონკურსი №001/2026). პროგრამა საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს: 880-ზე მეტ სრულ სტიპენდიას სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე (539 სამაგისტრო და 350 სადოქტორო); სწავლების შესაძლებლობას ბრაზილიის 62 უნივერსიტეტში; სტიპენდიებს, რომლებიც მოცულობით შეესაბამება ბრაზილიელი სტუდენტებისთვის გათვალისწინებულ დაფინანსებას და გაიცემა პროგრამის სრული სტანდარტული […]

სტუდენტური ესეების კონკურსი 2026 (MCO)

ნივერსიტეტების დიდი ქარტიის ობსერვატორია (MCO) მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის 2026 წლის ესეების კონკურსს აცხადებს. წლევანდელი კონკურსის თემაა „ჰუმანიტარული მეცნიერებები და მათი გავლენა უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობასა და გამოცდილებაზე“. პროექტი სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, სიღრმისეულად გააანალიზონ ჰუმანიტარული მეცნიერებების როლი უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის, აკადემიური განვითარების, კუთვნილების განცდისა და პიროვნული ზრდის პროცესში. კონკურსის შესახებ სრული ინფორმაცია, მონაწილეობის დეტალური პირობები და საინფორმაციო […]

FALLING WALLS LAB 2026

20 ივნისს, 16:00 საათზე, DAAD-ის თბილისის ოფისი Falling Walls Lab-ის ფორმატის ფარგლებში კვლავ უმასპინძლებს სამეცნიერო სლემს. Falling Walls Lab ბერლინის კედლის დანგრევის აღსანიშნავად ყოველწლიურად ეწყობა და მასში მონაწილეობენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, პოლიტიკის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების, ეკონომიკისა და ხელოვნების სფეროს მკვლევრები და ახალგაზრდა მეცნიერები, რომლებიც 3-წუთიანი პრეზენტაციებით წარმოადგენენ ინოვაციურ იდეებსა და კვლევით პროექტებს ლოკალური და გლობალური […]

დოქტორანტთა მობილობის გრანტი საფრანგეთში

დაიწყო განაცხადების მიღება დოქტორანტთა მობილობის გრანტის მოსაპოვებლად. მობილობის პროგრამა ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტისა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ხორციელდება. ორთვიანი სამეცნიერო სტაჟირების გრანტი განკუთვნილია საქართველოს უნივერსიტეტებში ჩარიცხული ყველა მიმართულების დოქტორანტებისთვის. პროგრამის მიზანია საფრანგეთში მოკლევადიანი კვლევითი ვიზიტების მხარდაჭერა და ქართულ-ფრანგული აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერება. განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 22 მაისი, 2026 კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ: კვლევითი პროექტი; მასპინძელი […]

ESN Georgia-ის საინფორმაციო შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებისთვის

7 მაისს, 12:00-დან 15:00 სთ-მდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ერასმუსის სტუდენტური ქსელი საქართველო ESN Georgia ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გამართავს საინფორმაციო შეხვედრას Erasmus+ შესაძლებლობებზე სასაუბროდ. შეხვედრაზე გამოცდილი მოხალისეები ისაუბრებენ ევროპაში სხვადასხვა ტიპის მობილობის შესაძლებლობებზე და შემდეგ თემებზე: ახალგაზრდული გაცვლითი პროექტები და ტრენინგები, მოხალისეობა; კრედიტული მობილობა უნივერსიტეტში; ერასმუს მუნდუსის სამაგისტრო პროგრამები. მოხალისეები სტუდენტებს ასევე გაუზიარებენ გამოცდილებას […]

იაპონიის მთავრობის (MEXT) 2027 წლის სტიპენდიის პროგრამა

იაპონიის მთავრობა (MEXT) აცხადებს 2027 წლის სტიპენდიის პროგრამაზე განაცხადების მიღებას. პროგრამა განკუთვნილია ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის, ტექნოლოგიური კოლეჯის (KOSEN), პროფესიული სასწავლო კოლეჯების და კვლევითი მიმართულების სტუდენტებისთვის. პროგრამა მოტივირებულ სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, იაპონიაში სწავლით შეიძინონ ცოდნა იაპონური ენის, საზოგადოებისა და კულტურის შესახებ. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 5 ივნისი, 17:00 საათი დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ იაპონიის საელჩოს […]

იაპონური ენის პროგრამა უცხოელი სტუდენტებისთვის

დაიწყო განაცხადების მიღება იაპონური ენის ორკვირიან, 2-16 სექტემბერი, პროგრამაზე უცხოელი სტუდენტებისთვის. იაპონიის ფონდის პროგრამა მიზნად ისახავს საზღვარგარეთ იაპონური ენის შემსწავლელ, მაღალი აკადემიური შედეგებით გამორჩეულ სტუდენტთა მიწვევას იაპონიაში და იაპონური ენის, კულტურისა და საზოგადოების საკითხებზე ცოდნის გაღრმავებას ლექციებისა და ღონისძიებათა მეშვეობით, ასევე ენის შესწავლის მოტივაციის გაზრდას. განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 24 აპრილი 2026, პარასკევი, 17:00 საათი დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ […]

ინდოეთის მთავრობის სტიპენდიები

ინდოეთის კულტურულ ურთიერთობათა საბჭო (ICCR) საერთაშორისო სტუდენტებისთვის აცხადებს  განაცხადების მიღებას 2026-2027 სასწავლო წლისთვის. პროგრამა სთავაზობს სტუდენტებს ინდოეთში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას. დამატებითი ინფორმაცია (სასწავლო პროგრამები, ხანგრძლივობა და სხვა დეტალები) ხელმისაწვდომია ოფიციალურ ვებგვერდზე: http://a2ascholarships.iccr.gov.in განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადა: 22 აპრილი, 2026