FaRiG-ის მენტორობის პროგრამა

FaRiG-ის (საქართველოში აკადემიური კვლევების მეგობრების) მენტორობის პროგრამა მიზნად ისახავს ჰუმანიტარული სფეროს ქართველი მკვლევრების მხარდაჭერასა და მათ დაკავშირებას FaRiG-ის ქსელის გამოცდილ ექსპერტებთან. პროგრამა განკუთვნილია დოქტორანტებისა და პოსტდოქტორანტებისთვის, რომელთაც დოქტორის ხარისხი მიენიჭათ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. მათ ეძლევათ პროფესიული განვითარების მიმართულებით პრაქტიკული რჩევებისა და მხარდაჭერის შესაძლებლობა. მენტორობის პერიოდი თავდაპირველად განისაზღვრება ერთი წლით, რომლის განმავლობაშიც კონსულტაციები წელიწადში მინიმუმ ორჯერ ონლაინ გაიმართება. […]

ფრანც ვერფელის სტიპენდია გერმანული ენისა და ავსტრიული ლიტერატურის ახალგაზრდა მკვლევრებისთვის

ავსტრიის რესპუბლიკის ქალთა,  მეცნიერებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს (BMFWF) დაფინანსებითა და ავსტრიის განათლებისა და ინტერნაციონალიზაციის სააგენტოს (OeAD) ორგანიზებით გამოცხადდა კონკურსი ფრანც ვერფელის სტიპენდიის პროგრამაზე. სტიპენდია განკუთვნილია დოქტორანტურის სტუდენტებისთვის, დოქტორის ხარისხის მქონე პირებისა და პოსტდოქტორანტებისთვის, ასევე მკვლევრებისთვის ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, განსაკუთრებით გერმანული ენისა და ავსტრიული ლიტერატურის მიმართულებით. სტიპენდია მოიცავს ავსტრიაში 4-დან 9-თვემდე კვლევით საქმიანობას. ყოველთვიური სტიპენდია შეადგენს 2 […]

პასაუს უნივერსიტეტის კვლევითი და სასტიპენდიო პროგრამები

პასაუს უნივერსიტეტთან არსებული საერთაშორისო და ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრი (PICAIS – Passau International Centre for Advanced Interdisciplinary Studies) აცხადებს კონკურსს პოსტსადოქტორო კვლევითი ვიზიტებისა და აკადემიური ღონისძიებების დასაფინანსებლად. პროგრამები განკუთვნილია როგორც საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული მკვლევრებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისთვის, ისე პოსტსადოქტორო საფეხურის პერსპექტიული ახალგაზრდა მკვლევრებისთვის.   PICAIS-ის აკადემიური ღონისძიებების დაფინანსების პროგრამა პასაუს აკადემიური ღონისძიებების დაფინანსების პროგრამით შესაძლებელია კონფერენციების, […]

კორეის ფონდის სამაგისტრო, სადოქტორო და პოსტსადოქტორო სასტიპენდიო პროგრამები 2027 წლისთვის

კორეის ფონდი (KF) აცხადებს სამაგისტრო და სადოქტორო სტიპენდიების პროგრამას იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლობენ კორეის ფარგლებს გარეთ არსებულ უნივერსიტეტებში და მათი კვლევა დაკავშირებულია კორეასთან. პროგრამა მოიცავს ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებს, ხელოვნებასა და კულტურის კვლევებს, მედიასა და კომუნიკაციას, თანამედროვე კორეის კვლევებს და სხვ. განმცხადებლები: კანდიდატები, რომლებიც უკვე სწავლობენ ან სურთ სრულ განაკვეთზე ჩარიცხვა სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამაზე. განმცხადებელს არ უნდა […]

შვეიცარიის მთავრობის სტიპენდიების პროგრამა 2027-2028

20 აგვისტოს დაიწყო განაცხადების მიღება შვეიცარიის მთავრობის სტიპენდიების პროგრამაზე 2027–2028 აკადემიური წლისთვის. პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა მაქსიმალური ასაკია 35 წელი. პროგრამა მსურველებს სთავაზობს ორი სახის სტიპენდიას: კვლევითი სტიპენდია — დოქტორანტებისთვის, მაქსიმუმ 12 თვით; სადოქტორო სტიპენდია — დოქტორანტებისთვის, მაქსიმუმ 36 თვით;   2026 წლის აგვისტოში განაცხადების წარდგენის ვადები ქვეყნების მიხედვით გამოქვეყნდება შვეიცარიის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე. ​დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: შვეიცარიის მთავრობის სტიპენდიები. 

Ernst Mach Grant სასტიპენდიო პროგრამა

Ernst Mach Grant სასტიპენდიო პროგრამა მაგისტრის საფეხურის სტუდენტებს, დოქტორანტებსა და პოსტდოქტორანტებს, სხვადასხვა აკადემიურ სფეროში სთავაზობს ავსტრიაში 1- 9 თვის ვადით კვლევის შესაძლებლობას. მოთხოვნები: კანდიდატი უნდა იყოს 35 წლის ან უმცროსი ასაკის (დაბადებული 1991 წლის 1 ოქტომბერს ან მოგვიანებით); კანდიდატი კარგად უნდა ფლობდეს ინგლისურ და/ან გერმანულ ენას; გრანტის დაწყებამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს ავსტრიაში ცხოვრების გამოცდილება, ან/და განხორციელებული სასწავლო […]

დასრულდა კორეულ-ქართული კვირეული Global Green Challenger 2026

27-31 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა მესამედ უმასპინძლა ყოველწლიურ კვირეულს გლობალური კლიმატური გამოწვევების შესახებ. Global Green Challenger-ის კვირეულში, რომელიც ეწყობა კორეის მთავრობის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, ილიაუნის სტრატეგიულ პარტნიორ ინჰას უნივერსიტეტთან ერთად მონაწილეობს კიდევ 4 კორეული უნივერსიტეტი. წელს საქართველოში გამართულ კვირეულში მონაწილეობა მიიღეს ინჰასა და ულსანის უნივერსიტეტების პროფესორებმა და სტუდენტებმა. თბილისსა და სტეფანწმინდაში, ილიაუნის ალპური […]

საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამა (IES) გერმანიაში

საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამის (IES) ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს სრულად დაფინანსებულ სასწავლო სემესტრს გერმანიის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში და ასევე, პროფესიულ სტაჟირებას ბერლინში. მონაწილეობა შეუძლიათ ყველა მიმართულებისა და სპეციალობის სტუდენტებს. პროგრამა ხელს უწყობს მონაწილეთა აკადემიურ და პროფესიულ განვითარებას, საერთაშორისო გამოცდილების მიღებას, ინტერკულტურული უნარების შეძენასა და საერთაშორისო პროფესიული კავშირების ჩამოყალიბებას. განაცხადების მიღების ვადა: 2026 წლის 30 […]

სომხეთის სასტიპენდიო პროგრამა 2026-2027 აკადემიური წლისთვის

სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სამაგისტრო საფეხურის ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის აცხადებენ  მიღებას 2026-2027 აკადემიური წლის საერთაშორისო გაცვლით სასტიპენდიო პროგრამაზე. წლიურად გაიცემა 10 სტიპენდია. ვის შეუძლია მონაწილეობა? პროგრამით სარგებლობის თანაბარი უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის/სამგზავრო დოკუმენტის მფლობელს (პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად). საკვალიფიკაციო მოთხოვნები […]

GRIPS-ის საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამები ტოკიოში 2027-2028 სასწავლო წლისთვის

ტოკიოს კვლევების ეროვნული სამაგისტრო ინსტიტუტი (National Graduate Institute for Policy Studies – GRIPS) 2027-2028 აკადემიური წლისთვის აცხადებს მიღებას საჯარო პოლიტიკის ერთ (MP1) და ორწლიან (MP2) სამაგისტრო პროგრამებზე. განაცხადების მიღება დაიწყება 2026 წლის აგვისტოდან. იაპონიის მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება GRIPS მხოლოდ საჯარო პოლიტიკის მიმართულებით მუშაობს. პროგრამები სპეციალურად არის შექმნილი საჯარო სექტორში დასაქმებული პირებისთვის, სახელმწიფო […]