სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სამაგისტრო საფეხურის ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის აცხადებენ მიღებას 2026-2027 აკადემიური წლის საერთაშორისო გაცვლით სასტიპენდიო პროგრამაზე. წლიურად გაიცემა 10 სტიპენდია.
ვის შეუძლია მონაწილეობა?
პროგრამით სარგებლობის თანაბარი უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის/სამგზავრო დოკუმენტის მფლობელს (პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
ინგლისური ან რუსული ენის სათანადო დონეზე ცოდნა.
შენიშვნა: ნომინირებული კანდიდატის ჩარიცხვის საფუძველია სომხური უნივერსიტეტის თანხმობა. საჭიროების შემთხვევაში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე/ჩარიცხვამდე, ენის ცოდნის დასადასტურებლად კანდიდატს შესაძლოა ჩაუტარდეს შიდა გამოცდა ან გასაუბრება.
რას ფარავს სტიპენდია?
გამარჯვებულ კანდიდატებს სომხეთის მხარე უზრუნველყოფს:
- სომხეთის სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის დაფარვით (არაუმეტეს 1 000 000 სომხური დრამისა);
- ყოველთვიური სტიპენდიით (არაუმეტეს 50 000 სომხური დრამისა, სომხეთის რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად);
- სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში განთავსებით;
- ბიბლიოთეკებით, არქივებით, ლაბორატორიებითა და სხვა აკადემიური რესურსებით სარგებლობის უფლებით.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 30 ივლისის ჩათვლით
რეგისტრაცია: განაცხადის წარდგენა შესაძლებელია სპეციალური ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემის მეშვეობით: https://studyabroad.mes.gov.ge
წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა
- პასპორტის ასლი;
- 4 ფოტოსურათი (3×4);
- CV ინგლისურ ან რუსულ ენაზე;
- ბაკალავრის დიპლომის ასლი და ნიშნების ფურცელი (თარგმნილი და აპოსტილით დამოწმებული);
- ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ცნობა (შესაძლოა გაცემული იყოს სომხეთის რესპუბლიკის სამედიცინო დაწესებულების მიერაც);
- შევსებული განაცხადის ფორმა N1 და N2 (იხილეთ დანართში).
უნივერსიტეტის შერჩევა და გამონაკლისები: კანდიდატებს შეუძლიათ განაცხადის წარდგენა სომხეთის ნებისმიერ სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, გარდა შემდეგი უნივერსიტეტებისა:
- French University in Armenia;
- Russian-Armenian University;
- American University of Armenia.
სასწავლო პროგრამებისა და სახელმწიფო უნივერსიტეტების სრული ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: https://fs.emis.am/institution

