ა) 2026 წლის 23 სექტემბრის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის საბჭოს სხდომის ოქმი N 10 -ის გადაწყვეტილებით 2026 წლის 5 ოქტომბრიდან გამოცხადდეს კონკურსი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.
ბ) კანდიდატების რეგისტრაცია დაიწყოს 2026 წლის 12 ოქტომბრიდან 10:00 საათიდან და გაგრძელდეს 2026 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით 18:00 საათამდე.
გ) კანდიდატმა ქვემოთ მოცემული საბუთები წარადგინოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში მისამართზე : ი.ჭავჭავაძის გამზირი, 45:
- პირადობის მოწმობის ასლი;
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (კანდიდატი უნდა იყოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი);
- სამეცნიერო ავტობიოგრაფია;
- დოქტორის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი);
- სასურველია ჰქონდეს საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელობის გამოცდილება.
დ) ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე არჩევნები ჩატარდეს 2026 წლის 26 ოქტომბერს.

