სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, თბილისის მერიაში განცხადებების მიღება დაიწყო

სწავლის საფასურის დაფინანსების მოსაპოვებლად მიმდინარე წლის 22 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით თბილისის   მერიაში   მიმდინარეობს განცხადებების  მიღება – თბილისში რეგისტრირებული  სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე და მრავალშვილიანი ოჯახის წევრი მხოლოდ იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ  2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრამდე.

პროგრამის ფარგლებში  სტუდენტებს  სწავლა  დაუფინანსდებათ სამივე აკადემიურ საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა,  დოქტორანტურა).

სწავლის დაფინანსება  ხორციელდება  სემესტრულად და შეადგენს სემესტრში არაუმეტეს 1 125 ლარს.  დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებული აკადემიური მოსწრების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე.

განცხადებები მიიღება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში (მის.: ჟ. შარტავას ქ. №7), ასევე თბილისის რაიონულ გამგეობებში არსებულ სერვისცენტრებში ან ელექტრონულ პლატფორმაზე: ms.gov.ge. (ელექტრონული ხელმოწერისთვის აუცილებელი სპეციალური მოწყობილობის არსებობის შემთხვევაში).

დაფინანსების პროგრამის შესახებ დამატებითი დეტალები შეგიძლიათ იხილოთ თბილისის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე: https://tbilisi.gov.ge/news/15067

საკონტაქტო ინფორმაცია სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის : 0 32 2 378455

საკონტაქტო ინფორმაცია მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტუდენტებისთვის: 0 32 2 378235               

გაიგე მეტი

გაიგე მეტი