20 აგვისტოს დაიწყო განაცხადების მიღება შვეიცარიის მთავრობის სტიპენდიების პროგრამაზე 2027–2028 აკადემიური წლისთვის.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა მაქსიმალური ასაკია 35 წელი.
პროგრამა მსურველებს სთავაზობს ორი სახის სტიპენდიას:
- კვლევითი სტიპენდია — დოქტორანტებისთვის, მაქსიმუმ 12 თვით;
- სადოქტორო სტიპენდია — დოქტორანტებისთვის, მაქსიმუმ 36 თვით;
2026 წლის აგვისტოში განაცხადების წარდგენის ვადები ქვეყნების მიხედვით გამოქვეყნდება შვეიცარიის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: შვეიცარიის მთავრობის სტიპენდიები.

