ქართულის, როგორც უცხო ენის შემსწავლელ კურსზე რეგისტრაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას ქართულის, როგორც უცხო ენის შემსწავლელ კურსზე.

კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს ქართული ენის შესწავლა საწყისი დონიდან, რაც მათ ქართულენოვან გარემოში ადაპტაციას გაუადვილებს.

სწავლება ეფუძნება თანამედროვე სასაუბრო პრაქტიკას და მოიცავს მრავალფეროვან ინტერაქციულ აქტივობებს.

შეხვედრების განრიგი

ორშაბათი | 18:30 – შეხვედრა უნივერსიტეტში, მაია დამენია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

ხუთშაბათი | 18:30 – ონლაინშეხვედრა Zoom-ის პლატფორმაზე, მაკა ნოზაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი

დონე: A1 (დამწყები)

სწავლების ფორმატი: ჰიბრიდული, კვირაში 4 საათი – 2 საათი პირისპირ, 2 – ონლაინ

კურსის ხანგრძლივობა – 17 კვირა

სწავლის დაწყების თარიღი – 26 ნოემბერი

კურსის საფასური – 800 ლარი (შესაძლებელია თანხის განაწილება – თვეში 200 ლარი)

ქართული ენის წინასწარი ცოდნა არ არის საჭირო.

რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ ელფოსტაზე:

 

 

 

გაიგე მეტი

გაიგე მეტი