6 ნოემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ახალგაზრდული ორგანიზაცია Umbrella ევროპის სოლიდარობის კორპუსის (European Solidarity Corps – ESC) შესახებ საინფორმაციო შეხვედრას გამართავს.
შეხვედრაზე მონაწილეები გაეცნობიან ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამას, რომელიც ახალგაზრდებს ევროპაში მოხალისეობრივ პროექტებში მონაწილეობისა და საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობას სთავაზობს.
საინფორმაციო სესიაზე განიხილავენ პროგრამის მოკლევადიან და გრძელვადიან პროექტებს, დაფინანსების პირობებს, შესაძლებლობებს, ასევე პროექტის შერჩევისა და განაცხადის მომზადების პროცესს.
შეხვედრაზე დასწრება უფასოა. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.
რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმული: https://forms.gle/HhdZWPfFDgjmT1er7
პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ევროპის სოლიდარობის კორპუსის ოფიციალურ ვებგვერდს: European Solidarity Corps – European Commission
თარიღი და დრო: 6 ნოემბერი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3

