გამომცემლობა Brill | Nijhoff-მა გამოსცა აღდგენითი მართლმსაჯულების საერთაშორისო ენციკლოპედიის ორტომეული, რომელშიც აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილებაა აღწერილი.
ენციკლოპედიის თანაავტორები არიან აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული ფორუმის ვიცე-პრეზიდენტი, იურისტი მაია ჩოჩუა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი.
ენციკლოპედიის რედაქტორები არიან ლუვენის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, ემერიტუს-პროფესორი ივო ერცენი − აღდგენითი მართლმსაჯულების სფეროს ერთ-ერთი გამორჩეული მკვლევარი, საქართველოს დიდი გულშემატკივარი და მეგობარი, და დალჰაუსის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ჯენიფერ ლეველინი.
ამჟამად გამოსაცემად მზადდება ენციკლოპედიის მომდევნო ტომები, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და აფრიკის გამოცდილება იქნება აღწერილი.
ევროპის ორტომეულის რედაქტორები არიან: გრიფსვალდის უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი ფრიედერ დუნკელი, ბერნის უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი მარიანე ლეჰმკუჰლი, ვიქტორიის უნივერსიტეტის მკვლევარი ანდრეა ფაროსანუ და ბერნის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ინეკე ფრუინი.
ორტომეული მოიცავს 2204 გვერდს, რომელშიც გადმოცემულია ინფორმაცია 48 ევროპული ქვეყნის აღდგენითი მართლმსაჯულების მექანიზმების შესახებ.
დეტალური ინფორმაცია ენციკლოპედიის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://brill.com/display/serial/SIRE

