ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდი მონაწილეობას იღებს 2026-2027 წლების საქართველოს ფუტსალის ლიგა 3-ის გათამაშებაში.
ახალი სეზონისთვის გუნდში სიახლეებია: შესარჩევი ვარჯიშების შედეგად შემადგენლობას ახალი პერსპექტიული მოთამაშეები შეემატნენ, რომლებიც გუნდის გამოცდილ ძირითად ბირთვს გააძლიერებენ და ერთად იბრძოლებენ გამარჯვებისთვის.
სეზონის სადებიუტო შეხვედრას ჩვენი გუნდი ევროპის უნივერსიტეტის საკმაოდ გამოცდილ და ძლიერ მეტოქესთან ჩაატარებს.
მატჩი გაიმართება 24 ოქტომბერს, შაბათს, 16:00 საათზე.
ადგილმდებარეობა: ახალი სპორტის სასახლე (უნივერსიტეტის ქუჩა N15ა)
დასწრება თავისუფალია.
გელოდებით სტუდენტებსა და გულშემატკივრებს!

