ილიაუნის სტუდენტური თვითმმართველობისა და სამართლის სკოლის ერთობლივი პროექტი „სამართალი კინოში“ დაიწყო

17 ოქტომბერს წიგნის სახლში „ლიგამუსში“ ილიაუნის სტუდენტური თვითმმართველობისა და სამართლის სკოლის ერთობლივი პროექტის „სამართალი კინოში“ პირველი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მილოშ ფორმანის ფილმის „ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ“ მაგალითზე განიხილეს გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციური დაცვის საკითხები, მათ შორის, აშშ-ის უზენაესი სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებები.

სპიკერი – ილიაუნის პროფესორი და სამართლის სკოლის დეკანი გიორგი პაპუაშვილი

მოდერატორი – მარინე მესხი, ილიაუნის ასოცირებული პროფესორი და სამართლის სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი

დისკუსიაში აქტიურად მონაწილეობდნენ ილიაუნის სტუდენტები.

გაიგე მეტი

გაიგე მეტი