საერთაშორისო კონფერენცია „მშვიდობის ხელახალი გააზრება: განათლება, დიალოგი და მდგრადი მომავალი“ ილიაუნიში

27-28 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას „მშვიდობის ხელახალი გააზრება: განათლება, დიალოგი და მდგრადი მომავალი“ (Reimagining Peace: Education, Dialogue, and Sustainable Futures).

ღონისძიებამ გააერთიანა მკვლევრები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, განათლების სპეციალისტები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვიდან, ევროპის სხვა ქვეყნებიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მისი მიზანი იყო სამშვიდობო განათლების მნიშვნელობის გააზრება, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და განათლების როლის განხილვა მშვიდობის მშენებლობისა და მდგრადი მომავლის ფორმირების პროცესში.

კონფერენციაზე საერთაშორისო ექსპერტებმა და მკვლევრებმა წაიკითხეს მოხსენებები, გაიმართა პარალელური თემატური სესიები, პრაქტიკული ვორკშოპები, პოსტერების პრეზენტაციები და დისკუსიები.

მონაწილეებმა იმსჯელეს მშვიდობის განათლების სასწავლო პროგრამებში ინტეგრირებაზე, განათლების როლზე კონფლიქტების ტრანსფორმაციაში, პოსტკონფლიქტურ და მრავალფეროვან საზოგადოებებში თანაცხოვრების ხელშეწყობაზე, ახალგაზრდების ჩართულობასა და უნივერსიტეტების როლზე მშვიდობის კულტურის განვითარებაში.

პლენარულ სესიაზე მოხსენებებით წარდგნენ მარკო ლეჰტი (ტამპერის მშვიდობის კვლევის ინსტიტუტი, ფინეთი), სიუზან ალენი (ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტი, აშშ) და გიორგი გვალია (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი).

კონფერენციის დასკვნით სესიაზე ფრანს კრუგერმა (ნოტინგემის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი) ისაუბრა მშვიდობის განათლების შესაძლებლობებზე ცოდნის, კუთვნილებისა და პასუხისმგებლობის ფორმირების პროცესში.

ღონისძიებამ შექმნა მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმა აკადემიური და პროფესიული გამოცდილების გასაზიარებლად, ახალი კავშირების დასამყარებლად და მშვიდობის განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გასაძლიერებლად.

მშვიდობა იწყება განათლებით, დიალოგითა და ერთმანეთის მოსმენით.

კონფერენცია გაიმართა ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის „კურიკულუმის რეფორმა სამშვიდობო განათლების ხელშეწყობისთვის უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში“ (Curriculum Reform to Promote Education for Peace in Ukraine, Georgia and Moldova – PEACEEDU)

გაიგე მეტი

გაიგე მეტი