2027 Georgia-Korea Global Green Challenger Program

ინჰასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში ილიაუნის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ გლობალური კლიმატის კრიზისთან დაკავშირებულ პროგრამაში. 2027 წლის ზაფხულში საქართველოში დაგეგმილია სტუდენტური კვირეული „2027 Georgia-Korea Global Green Challenger“. შერჩეული სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ საველე გასვლებში, დაესწრებიან გლობალური კლიმატის ცვლილების პროცესებისა და გამოწვევების შესახებ ქართველი და კორეელი ექსპერტების ლექციებს, შეასრულებენ ჯგუფურ დავალებებს ხუთი კორეული უნივერსიტეტის სტუდენტებთან […]
ევროპის სოლიდარობის კორპუსის საინფორმაციო შეხვედრა

6 ნოემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ახალგაზრდული ორგანიზაცია Umbrella ევროპის სოლიდარობის კორპუსის (European Solidarity Corps – ESC) შესახებ საინფორმაციო შეხვედრას გამართავს. შეხვედრაზე მონაწილეები გაეცნობიან ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამას, რომელიც ახალგაზრდებს ევროპაში მოხალისეობრივ პროექტებში მონაწილეობისა და საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობას სთავაზობს. საინფორმაციო სესიაზე განიხილავენ პროგრამის მოკლევადიან და გრძელვადიან პროექტებს, დაფინანსების პირობებს, შესაძლებლობებს, ასევე […]
სუნგკიუნკვანის უნივერსიტეტის სასტიპენდიო პროგრამები სამხრეთ კორეაში

სამხრეთ კორეის სუნგკიუნკვანის უნივერსიტეტი (Sungkyunkwan University – SKKU) საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლით დაინტერესებულ პირებს სთავაზობს სასტიპენდიო პროგრამებს. სტიპენდია ითვალისწინებს სწავლის გადასახადის სრულ დაფინანსებას. არ ფარავს მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებს. აკადემიური საფეხურები და ენობრივი მოთხოვნები ბაკალავრიატი: საბაკალავრო პროგრამები ხელმისაწვდომია როგორც კორეულ, ისე ინგლისურ ენებზე. მაგისტრატურა და დოქტორანტურა: დეპარტამენტების მიხედვით ენობრივი მოთხოვნები განსხვავებულია. ინგლისურენოვანმა სტუდენტებმა […]
მიღება საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამაზე LWM 2027

ცხადდება მიღება საერთაშორისო ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე „ლიმნოლოგია და ჭარბტენიანი ტერიტორიების მართვა“, რომელიც იწყება 2027 წლის ოქტომბერში. პროგრამის შესახებ LWM აკრედიტებული საერთაშორისო ერთობლივი სამაგისტრო პროგრამაა, რომელსაც ახორციელებს სამი წამყვანი პარტნიორი უნივერსიტეტი: University of Natural Resources and Life Sciences – ვენა, ავსტრია IHE Delft Institute for Water Education – დელფტი, ნიდერლანდები Egerton University – ნაკურუ/ეგერტონი, კენია სწავლების […]
ჟენევის უნივერსიტეტის სამაგისტრო სტიპენდიები: MEIG Programme

2027-2028 ჟენევის უნივერსიტეტი გაეროს ჟენევის ოფისთან (UNOG) თანამშრომლობით აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამაზე Master of Advanced Studies in European and International Governance (MEIG) 2027-2028 სასწავლო წლისთვის. პროგრამის შესახებ: მიზანი: ევროპული და საერთაშორისო მმართველობის სფეროს შესახებ ღრმა ცოდნის გადაცემა და მონაწილეებში იმ პროფესიული უნარების განვითარება, რომლებიც აუცილებელია ამ სფეროში ლიდერად ჩამოყალიბებისთვის. სტიპენდია: საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომია დაფინანსება/სტიპენდიები (ODA მიმღები […]
ენგნამის უნივერსიტეტის სრულად დაფინანსებული სამაგისტრო პროგრამები

ენგნამის უნივერსიტეტი (სამხრეთ კორეა) აცხადებს მიღებას პოლიტიკის სკოლის (Park Chung Hee School of Policy Saemaul (PSPS)) სრულად დაფინანსებულ პროგრამებზე. სასტიპენდიო პროგრამა განკუთვნილია დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის, რომელთაც სურთ განათლების მიღება საერთაშორისო განვითარების, საჯარო პოლიტიკისა და გარემოს დაცვის მიმართულებით. აკადემიური პროგრამები: საემაული და საერთაშორისო განვითარება (Saemaul and International Development); საჯარო პოლიტიკა და ლიდერობა (Public Policy […]
კონკურსი კლაიპედის უნივერსიტეტის ლიეტუვური ენის სტიპენდიის მოსაპოვებლად

EU-CONEXUS-ის ალიანსის ფარგლებში კლაიპედის უნივერსიტეტი (ლიეტუვა) აცხადებს კონკურსს ლიეტუვური ენის 4-კვირიანი ინტენსიური კურსის სტიპენდიის მოსაპოვებლად. შერჩეული კანდიდატები მიიღებენ 962 ევროს ოდენობის სტიპენდიას. კურსის ხანგრძლივობა: 4 იანვარი – 2 თებერვალი, 2027 განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 23 ოქტომბერი, 2026 დამატებითი ინფორმაცია და სააპლიკაციო ფორმა იხილეთ ბმულზე. პროგრამა მონაწილეებს სთავაზობს ლიეტუვური ენის შესწავლას, ასევე ლიეტუვის კულტურისა და […]
მიერშევსკის ცენტრის კვლევითი სტიპენდია პოლონეთში

მიერშევსკის ცენტრი აცხადებს კონკურსს 40 წლის ან ნაკლები ასაკის მკვლევრებისა და დოქტორანტებისთვის, რომლებიც არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების, უკრაინის, ბელარუსის, რუსეთის, მოლდოვის, საქართველოს, სომხეთის ან აზერბაიჯანის მოქალაქეები. სტიპენდია შეადგენს თვეში 8 000 პოლონურ ზლოტს (დაახლოებით 1800 ევრო) ოთხი თვის განმავლობაში და განკუთვნილია მკვლევრებისთვის რომლებიც მუშაობენ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ევროპული ინტეგრაციის, სამოქალაქო საზოგადოების, ისტორიის, საერთაშორისო სამართლისა […]
სადოქტორო პროგრამა გარემოს დაცვის ფაკულტეტზე, UJEP, ჩეხეთი

იან ევანგელისტა პურკინიეს უნივერსიტეტის (UJEP, ჩეხეთი) გარემოს დაცვის ფაკულტეტი აცხადებს მიღებას ინგლისურენოვან სადოქტორო პროგრამაზე – გარემოსდაცვითი და ბიომასალების მეცნიერებები. პროგრამები მოიცავს კლიმატის ცვლილებას, ლანდშაფტების აღდგენას, თანამედროვე მასალებს, ბიოტექნოლოგიასა და ცირკულარულ ეკონომიკას. ჩეხეთის მთავრობის სტიპენდიის საშუალებით დოქტორანტებს ექნებათ შემდეგი შესაძლებლობები: ფინანსური მხარდაჭერა, ინდივიდუალური სამეცნიერო ხელმძღვანელობით სარგებლობა, საერთაშორისო კვლევით პროექტებში მონაწილეობა, თანამედროვე ლაბორატორიებზე წვდომა, სამეცნიერო მობილობების განხორციელება და საერთაშორისო სტუდენტების მხარდაჭერა. სადოქტორო პროგრამა: გარემოსდაცვითი და ბიომასალების მეცნიერებები, ინფორმაცია იხილეთ ბმულზე. პროგრამებისა და განაცხადის შესახებ […]
ჩეხეთის მთავრობის სტიპენდიები საქართველოს მოქალაქეებისთვის

გამოცხადდა კონკურსი ჩეხეთის მთავრობის 2027-2028 სასწავლო წლის სტიპენდიებზე საქართველოს მოქალაქეებისთვის. სტიპენდიები განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რომლებიც სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლას ჩეხურ ან ინგლისურ ენაზე გეგმავენ. ჩეხურენოვან პროგრამებს წინ უძღვის ჩეხური ენის ინტენსიური სწავლების ერთწლიანი კურსი. განაცხადების წარდგენის ვადა: 30 სექტემბერი, 2026 ონლაინრეგისტრაცია: ინგლისურენოვანი პროგრამები: განაცხადის წარდგენა ჩეხურენოვანი პროგრამები: განაცხადის წარდგენა სასწავლო პროგრამების, განაცხადის წარდგენის პროცედურებისა და ვადების შესახებ დამატებითი ინფორმაცია […]
