ჟენევის უნივერსიტეტის სამაგისტრო სტიპენდიები: MEIG Programme

2027-2028 ჟენევის უნივერსიტეტი გაეროს ჟენევის ოფისთან (UNOG) თანამშრომლობით აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამაზე Master of Advanced Studies in European and International Governance (MEIG) 2027-2028 სასწავლო წლისთვის.

პროგრამის შესახებ:

  • მიზანი: ევროპული და საერთაშორისო მმართველობის სფეროს შესახებ ღრმა ცოდნის გადაცემა და მონაწილეებში იმ პროფესიული უნარების განვითარება, რომლებიც აუცილებელია ამ სფეროში ლიდერად ჩამოყალიბებისთვის.
  • სტიპენდია: საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომია დაფინანსება/სტიპენდიები (ODA მიმღები ქვეყნების კვოტით). 

 

განაცხადის წარდგენის ვადები:

  • პირველი ეტაპი: 2026 წლის 15 ნოემბერი
  • მეორე ეტაპი: 2026 წლის 20 დეკემბერი (კანდიდატებმა, რომელთაც სურთ სტიპენდიის მოპოვება, განაცხადი უნდა წარადგინონ არაუგვიანეს 2026 წლის 20 დეკემბრისა)
  • მესამე ეტაპი: 2027 წლის 15 თებერვალი
  • სწავლის დასაწყისი: 2027 წლის სექტემბერი

 

დეტალური ინფორმაცია, განაცხადისა და სტიპენდიის ფორმები იხილეთ პროგრამის ოფიციალურ ვებგვერდსა https://www.meig.ch/  და თანდართულ დოკუმენტში.

გაიგე მეტი

გაიგე მეტი