პროგრამა „დიმიტრი გულიასა და კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდიები სტუდენტებს“

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მოქმედებს პროგრამა „დიმიტრი გულიასა და კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდიები სტუდენტებს“.

2026 წელს თითო-თითო სტიპენდიატის შესარჩევად სამინისტროში განცხადება უნდა წარმოადგინონ პირებმა, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში) არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში და 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩაირიცხნენ აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 9 ნოემბერი

განაცხადს თან უნდა ერთვოდეს:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სამინისტროს მიერ დადგენილი წესით აღიარებული, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

გაიგე მეტი

გაიგე მეტი