ილიაუნი არიდული მიწების ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის ალიანსის წევრი გახდა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო გარემოსდაცვით ინიციატივას შეუერთდა და არიდული (მშრალი) მიწების ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის ალიანსის (Biodiversity Conservation Alliance for Arid Lands ) წევრი გახდა.

ეს ორგანიზაცია (BCAA) წარმოადგენს გლობალური თანამშრომლობის პლატფორმას. ის ოფიციალურად დაფუძნდა 2022 წლის დეკემბერში გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონფერენციაზე (COP15) ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის (CAS) სინძიანის ეკოლოგიისა და გეოგრაფიის ინსტიტუტის (XIEG) და სხვადასხვა ქვეყნის 11 ეროვნულ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტსა და საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით.

ალიანსის საქმიანობის ძირითადი მიზანია არიდული რეგიონების ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და მდგრადი განვითარება, გაუდაბნოებასთან ბრძოლა და დაზიანებული ეკოსისტემების აღდგენა. ალიანსი წარმოადგენს საერთაშორისო პლატფორმას სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებისათვის, სახელმწიფო უწყებებისა და გარემოსდაცვით ორგანიზაციებისათვის, რათა მათ ერთობლივად განახორციელონ მშრალი ტერიტორიების ბიომრავალფეროვნების კონსერვაციასა და მდგრად გამოყენებაზე ორიენტირებული პროექტები. ეს პარტნიორობა ხელს შეუწყობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისა (SDGs) და „ბიომრავალფეროვნების ხედვა 2050“-ის განხორციელებას.

გაიგე მეტი

გაიგე მეტი