ილიაუნი კვლავ ლიდერია საქართველოს მასშტაბით Times Higher Education-ის 2027 წლის მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში

Times Higher Education-ის (THE) 2027 წლის მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს უნივერსიტეტებს შორის კვლავ პირველ ადგილზეა.

წლევანდელი რეიტინგი კიდევ უფრო მასშტაბურია: THE World University Rankings 2027 აერთიანებს 118 ქვეყნისა და ტერიტორიის 2,297 უნივერსიტეტს.

ბმული: https://www.timeshighereducation.com/world-university-rankings/latest/world-ranking

2027 წლის შედეგებში განსაკუთრებით აღსანიშნავია ილიაუნის კვლევითი მაჩვენებლების გაუმჯობესება.

უნივერსიტეტის კვლევის ხარისხის (Research Quality) მაჩვენებელი 47.6-დან 53.6-მდე გაიზარდა, რაც წინა წელთან შედარებით 6-ქულიანი ზრდაა. ბოლო წლების დინამიკაც მკაფიო პროგრესზე მიუთითებს: 2022 წელს ეს მონაცემი 34.6 იყო, 2027 წელს კი 53.6-ს მიაღწია.

კვლევის ხარისხის მაჩვენებლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიო უნივერსიტეტების  გვერდით იკავებს ადგილს, როგორებიცაა: კიუშუს უნივერსიტეტი 55,2 ( იაპონია) მსოფლიო რეიტინგი 301-325, ოსაკას უნივერსიტეტი 54,5 (იაპონია) მსოფლიო რეიტინგი 147, გრაცის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი 53,8 (ავსტრია) მსოფლიო რეიტინგი 401-450, ოქსფორდ ბრუკსის უნივერსიტეტი 53,6 (გაერთიანებული სამეფო) მსოფლიო რეიტინგი 701-800, ვილნიუსის უნივერსიტეტი 53,4 (ლიეტუვა) მსოფლიო რეიტინგი 801-1000.

ასევე გაუმჯობესდა კვლევითი გარემოს (Research Environment) მაჩვენებელი – 9.7-დან 11.1-მდე. 2022 წელთან შედარებით ზრდა ამ მიმართულებითაც თვალსაჩინოა – მაჩვენებელი 8.0-დან 11.1-მდე გაიზარდა.

THE-ის რეიტინგის მეთოდოლოგიაში კვლევას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება: Research Environment-ისა და Research Quality-ის ერთობლივი წილი საერთო შეფასების 59%-ს შეადგენს.

ბოლო წლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თანმიმდევრულად ზრდის კვლევით შესაძლებლობებს, საერთაშორისო თანამშრომლობასა და აკადემიურ კავშირებს. ფართოვდება პარტნიორობა ევროპის, აზიისა თუ ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებთან, ვითარდება ერთობლივი კვლევითი პროექტები და საერთაშორისო აკადემიური პროგრამები.

გაიგე მეტი

გაიგე მეტი