ილიაუნიში საბაკალავრო პროგრამებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს

ილიაუნიში საბაკალავრო პროგრამებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2026 წლის 24 სექტემბრის MES 4 26 0001313661 ბრძანებით განსაზღვრულ პირთათვის

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2026 წლის 24 სექტემბრის MES 4 26 0001313661 ბრძანებით განსაზღვრულ პირთათვის, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე მოიპოვეს 2026-2027 სასწავლო წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლება, რეგისტრაცია დაიწყო. მიღება 28-29 სექტემბერს შემდეგ მისამართებზე წარმოებს:

ა) მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი – მის.: ილია ჭავჭავაძის გამზირი N32, ოთახი A303;

ბ) ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი – მის.: ილია ჭავჭავაძის გამზირი N45, ოთახი E302.

რეგისტრაციისთვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) საქართველოს მოქალაქეობის ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი (1 ეგზემპლარი);

ბ) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული სრული ზოგადი განათლების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ან საქართველოში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიისა) მოქმედ სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სკოლაში მიღებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი.

გ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის); დ) 1 ფოტოსურათი ზომით 3/4 და ელ.ვერსია ელექტრონულ მატარებელზე(CD).

ე) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მინიჭების შესახებ

დამატებითი პირობა:

  • 18 წლამდე აბიტურიენტს უნდა ახლდეს კანონიერი წარმომადგენელი და იქონიოს წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მშობლის უფლების მქონე პირმა უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და აბიტურიენტის დაბადების მოწმობა, ხოლო მეურვემ – შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები).

დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით თანდართულ ბრძანებას.

2026

გაიგე მეტი

გაიგე მეტი