ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულებამ თბილისში ჩეხეთის ცენტრთან, ვაცლავ ჰაველის ბიბლიოთეკასა (VHL, პრაღა) და საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოსთან თანამშრომლობით ჩაატარა ვაცლავ ჰაველის დაბადების 90 წლისადმი მიძღვნილი სტუდენტური ესეების კონკურსი.
30 სექტემბერს კონკურსის გამარჯვებული (პირველი ადგილი) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ანი ფრიდონაშვილი ჩეხეთის ცენტრის დაფინანსებით ვაცლავ ჰაველის სახელობის ადამიანის უფლებათა პრიზის ლაურეატის პატივსაცემად გამართულ მე-14 საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
კონფერენცია ორი პანელური დისკუსიისგან შედგება, პირველში ვაცლავ ჰაველის სახელობის ადამიანის უფლებათა პრიზის ფინალისტები მიიღებენ მონაწილეობას, მეორეში – ანი ფრიდონაშვილი ისაუბრებს ცნობილ ფინელ, სლოვაკ და რუს ჟურნალისტებთან.
კონფერენციის პროგრამა ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.vh-humanrights.com/en

