1 სექტემბერს თბილისში გამართულ ARIVE-ის კონსორციუმის სამუშაო შეხვედრაზე პარტნიორი ინსტიტუციების წარმომადგენლებმა Erasmus+ პროექტის მიმდინარეობა შეაჯამეს და მისი განხორციელების მომდევნო ეტაპები დაგეგმეს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, როგორც ARIVE-ის საერთაშორისო კონსორციუმის წევრი, შეხვედრაზე მედიცინის სკოლის ხელმძღვანელმა ივანე აბიათარმა წარადგინა.
პროექტის პირველი ექვსი თვის დასრულების შემდეგ პარტნიორებმა განიხილეს მოსამზადებელი ეტაპიდან აქტიური განხორციელების ფაზაზე გადასვლა. მომდევნო ეტაპზე დაგეგმილია ონლაინტრენინგები, ვირტუალური კვლევითი სემესტრი (Virtual Research Semester), პროექტის გავრცელებისა და ცნობადობის გაზრდის საკითხები, ასევე პროექტის მართვის სტრუქტურის შემდგომი განვითარება.
შეხვედრაზე პარტნიორებმა შეაჯერეს ინსტიტუციური პასუხისმგებლობები და დაგეგმეს კონსორციუმის შემდგომი ნაბიჯები ვირტუალური, ინტერდისციპლინური და საერთაშორისო თანამშრომლობის გზით კვლევითი განათლების განვითარების მიმართულებით.
პროექტისა და მისი ღონისძიებების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ პროექტის ვებგვერდს: https://ariveproject.com

