პროექტი RE-DIRECTION-ის ტრანსნაციონალურ პარტნიორთა დასკვნითი შეხვედრა

28-29 სექტემბერს ქალაქ კატოვიცეში (პოლონეთი) გაიმართა პროექტ RE-DIRECTION-ის დასკვნითი შეხვედრა პროექტის კონსორციუმის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით.

პირველი დღე პროექტის შედეგებს, მდგრადობისა და პარტნიორული თანამშრომლობის სამომავლო შესაძლებლობების შეფასებას დაეთმო. მონაწილეებმა იმსჯელეს პარტნიორობის მდგრადობის საკითხებზე და პროექტის განხორციელების პერიოდში მიღებულ გამოცდილებასა და ძირითად მიგნებებზე.

შეხვედრაზე განიხილეს პროექტის საბოლოო ანგარიში და შესასრულებელი ამოცანები.

პროექტი RE-DIRECTION მიზნად ისახავდა ქართულ და უკრაინულ პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე უმაღლეს განათლებაში ინოვაციური სწავლების მეთოდების დანერგვასა და გაძლიერებას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სასწავლო პროგრამების დიგიტალიზაციას, მდგრადობის, ციფრული ტრანსფორმაციისა და ინკლუზიის კომპონენტების ინტეგრაციას.

დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ღონისძიებების გასაცნობად ეწვიეთ ბმულებს:

გაიგე მეტი

გაიგე მეტი