Ernst Mach Grant სასტიპენდიო პროგრამა მაგისტრის საფეხურის სტუდენტებს, დოქტორანტებსა და პოსტდოქტორანტებს, სხვადასხვა აკადემიურ სფეროში სთავაზობს ავსტრიაში 1- 9 თვის ვადით კვლევის შესაძლებლობას.
მოთხოვნები:
- კანდიდატი უნდა იყოს 35 წლის ან უმცროსი ასაკის (დაბადებული 1991 წლის 1 ოქტომბერს ან მოგვიანებით);
- კანდიდატი კარგად უნდა ფლობდეს ინგლისურ და/ან გერმანულ ენას;
- გრანტის დაწყებამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს ავსტრიაში ცხოვრების გამოცდილება, ან/და განხორციელებული სასწავლო ან კვლევითი ვიზიტი, კვლევით/აკადემიურ სფეროში.
დაფინანსება: €1,300 თვეში, ასევე დახმარება საცხოვრებლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ორგანიზებაში. ეკონომიკურად განვითარებადი კონკრეტული ქვეყნების კანდიდატებმა შესაძლოა დამატებით მიიღონ მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებისთვის €1,200-მდე თანხა.
განაცხადის ბოლო ვადა: 1 დეკემბერი, 2026
განაცხადები მიიღება ონლაინ, შესაბამის ვებგვერდზე.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი.

