ავსტრიის რესპუბლიკის ქალთა, მეცნიერებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს (BMFWF) დაფინანსებითა და ავსტრიის განათლებისა და ინტერნაციონალიზაციის სააგენტოს (OeAD) ორგანიზებით გამოცხადდა კონკურსი ფრანც ვერფელის სტიპენდიის პროგრამაზე.
სტიპენდია განკუთვნილია დოქტორანტურის სტუდენტებისთვის, დოქტორის ხარისხის მქონე პირებისა და პოსტდოქტორანტებისთვის, ასევე მკვლევრებისთვის ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, განსაკუთრებით გერმანული ენისა და ავსტრიული ლიტერატურის მიმართულებით.
სტიპენდია მოიცავს ავსტრიაში 4-დან 9-თვემდე კვლევით საქმიანობას.
ყოველთვიური სტიპენდია შეადგენს 2 500 ევროს. ყოველ აკადემიურ წელს გაიცემა მაქსიმუმ 7 ახალი სტიპენდია, ხოლო წარმატებული კვლევის შემთხვევაში შესაძლებელია მისი გაგრძელება 18 თვემდე.
განაცხადის წარდგენის ვადა: 2026 წლის 15 სექტემბერი
განაცხადის წარდგენა ხელმისაწვდომია შესაბამის ბმულზე.
დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია OeAD-ის სტიპენდიების მონაცემთა ბაზის ვებგვერდზე.

