სეულის ეროვნული უნივერსიტეტი (SNU) განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების უნივერსიტეტების აკადემიური და სასწავლო პერსონალისთვის აცხადებს პრეზიდენტის სასტიპენდიო პროგრამას (SPF) 2027 წლის გაზაფხული. პროგრამა შერჩეულ კანდიდატებს სთავაზობს სწავლის სრულ დაფინანსებას სეულის ეროვნული უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე.
სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ პირებს, რომლებიც ფლობენ მინიმუმ მაგისტრის აკადემიურ ხარისხს (და არ აქვთ დოქტორის ხარისხი) და ამჟამად დასაქმებულნი არიან უნივერსიტეტში აკადემიურ ან სასწავლო თანამდებობაზე.
სტიპენდიის მოპოვების აუცილებელი პირობაა, კანდიდატი ჩაირიცხოს სეულის ეროვნული უნივერსიტეტის 2027 წლის გაზაფხულის სადოქტორო პროგრამაზე.
გამარჯვებული აპლიკანტებისთვის სტიპენდია მოიცავს სწავლის სრულ დაფინანსებას მაქსიმუმ ექვსი სემესტრის განმავლობაში, ყოველთვიურ ფინანსურ უზრუნველყოფასა და ორმხრივ ავიაბილეთს. პროგრამა ასევე ფარავს კორეული ენის კურსისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯებს, შესაბამის შემთხვევებში კი ითვალისწინებს ბავშვზე ზრუნვის მხარდაჭერასაც.
სეულის ეროვნულ უნივერსიტეტში განაცხადები მიიღება ონლაინ 2026 წლის 6-დან 9 ივლისის ჩათვლით (კორეის სტანდარტული დროით); SPF-ის სპეციალური დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 31 ივლისი.
დეტალური ინფორმაციისა და განაცხადის პროცედურების სანახავად ეწვიეთ სეულის ეროვნული უნივერსიტეტის მიღებისა (https://en.snu.ac.kr/admission) და საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის (https://oga.snu.ac.kr) ოფიციალურ ვებგვერდებს.

