ESN Georgia-ის საინფორმაციო შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებისთვის

7 მაისს, 12:00-დან 15:00 სთ-მდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ერასმუსის სტუდენტური ქსელი საქართველო ESN Georgia ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გამართავს საინფორმაციო შეხვედრას Erasmus+ შესაძლებლობებზე სასაუბროდ.

შეხვედრაზე გამოცდილი მოხალისეები ისაუბრებენ ევროპაში სხვადასხვა ტიპის მობილობის შესაძლებლობებზე და შემდეგ თემებზე:

  • ახალგაზრდული გაცვლითი პროექტები და ტრენინგები, მოხალისეობა;
  • კრედიტული მობილობა უნივერსიტეტში;
  • ერასმუს მუნდუსის სამაგისტრო პროგრამები.

მოხალისეები სტუდენტებს ასევე გაუზიარებენ გამოცდილებას და მისცემენ პრაქტიკულ რჩევებს წარმატებული განაცხადის მოსამზადებლად.

დრო: 7 მაისი, 12:00-15:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3

 

2026

 

გაიგე მეტი

გაიგე მეტი