პოლონეთის WSB Merito უნივერსიტეტი საერთაშორისო პროგრამაზე მიღებას აცხადებს

WSB Merito უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას ინტენსიურ უფასო საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამაზე (IMPK) „რეაგირება სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმებზე“ (Response to Attacks on Life and Health), რომელიც გაიმართება 11-დან 15 მაისამდე ვროცლავში (პოლონეთი). პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ არაპოლონური უნივერსიტეტების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და ინტეგრირებული პროგრამების სტუდენტებს. სავალდებულოა ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა. ადგილების რაოდენობა: 16 საფასური: უფასო (ფინანსდება […]

იტალიის მთავრობის სტიპენდიები

დაიწყო განაცხადების მიღება იტალიის მთავრობის მიერ უცხო ქვეყნებისა და საზღვარგარეთ მცხოვრები იტალიელი მოქალაქეებისთვის 2022-2023 აკადემიური წლისთვის გამოყოფილი სტიპენდიების მოსაპოვებლად. 9-თვიანი სტიპენდიები – სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები, ასევე ხელოვნების, მუსიკისა და ცეკვის უმაღლესი პროფესიული განათლების კურსები (AFAM) და სამეცნიერო კვლევითი პროგრამები (აკადემიური ხელმძღვანელის მეთვალყურეობით); 3-თვიანი სტიპენდიები – იტალიური ენისა და კულტურის სიღრმისეულად შესწავლის კურსები.   განაცხადის წარდგენის ბოლო […]

Erasmus+ გაცვლითი პროგრამის კონკურსები სტუდენტებისთვის

ERASMUS+ საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გამოცხადდა კონკურსები: ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის ვალიადოლიდის უნივერსიტეტში სწავლისთვის (2026-2027 აკადემიური წელი)   განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 5 მაისი 2026 (23:59 CET) მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის ვალიადოლიდის უნივერსიტეტში კვლევითი სტაჟირებისთვის (2026-2027 აკადემიური წელი)   განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 28 აპრილი, 2026 (23:59 CET) ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის […]

რუმინეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამები 2026-2027 აკადემიური წლისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2026-2027 აკადემიური წლისთვის აცხადებს კონკურსს ყოველწლიური სამთავრობო სტიპენდიების მოსაპოვებლად შემდეგ საფეხურებზე: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა. ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტიპენდიების ბენეფიციარები ისწავლიან მხოლოდ რუმინულ ენაზე. სადოქტორო სტიპენდიის მფლობელებს შეუძლიათ აირჩიონ სწავლა რუმინულ, ან სასწავლო დაწესებულების მიერ დადგენილ უცხო ენაზე. სწავლის დაწყებამდე სტუდენტებს შეუძლიათ გაიარონ რუმინული ენის შემსწავლელი ერთწლიანი კურსი, გამონაკლისები არიან სადოქტორო […]

ლიეტუვური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსები

კლაიპედის უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას ლიეტუვური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსებზე, რომლებიც ფინანსდება ლიეტუვის სახელმწიფოს მიერ განათლების გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერის ფონდის მონაწილეობით. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: უმაღლესი საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულებების სტუდენტებს; აკადემიურ და სამეცნიერო პერსონალს; ლიეტუვური წარმოშობის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.   საზაფხულო კურსის მიზანია მონაწილეებისთვის ლიეტუვური ენის ცოდნის გაღრმავება და ლიეტუვის კულტურის, ისტორიისა და თანამედროვე საზოგადოების […]

საზაფხულო სკოლა – ნარატივები როგორც კვლევისა და კომუნიკაციის ინსტრუმენტები: გამოყენება აკადემიაში

22-26 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიაუნის განათლების კვლევების ცენტრის და კულტურისა და სოციალური ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრის Conservatoire National des Arts et Métiers-ს HT2S ლაბორატორიასთან თანამშრომლობითა და ფრანგულ ქართული უნივერსიტეტის მხარდაჭერით გაიმართება საზაფხულო სკოლა. ნარატივების კვლევის ქსელი იწყებს განაცხადების მიღებას საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველთათვის. ხუთდღიანი ინტერდისციპლინური პროგრამა განკუთვნილია სოციალური მეცნიერებების მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისა და ადრეული […]

ინდონეზიის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა

ინდონეზიის რესპუბლიკის მთავრობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის აცხადებს განაცხადების მიღებას სტიპენდიების “Kemitraan Negara Berkembang (KNB) Scholarship” მოსაპოვებლად. ინდონეზიის განათლების, კულტურის, კვლევისა და ტექნოლოგიის სამინისტრო გასცემს Kemitraan Negara Berkembang (KNB) სტიპენდიებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებისთვის ინდონეზიის 34 უნივერსიტეტიდან ერთ-ერთ უნივერსიტეტში სასწავლებლად. მიღება ცხადდება შემდეგ პროგრამებზე: ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის – სამართალი, მენეჯმენტი, აღრიცხვა, კომუნიკაციები, ინგლისური ენა/ლიტერატურა, მათემატიკა, […]

ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის სტიპენდიები 2026-2027 სასწავლო წლისთვის

ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს სტიპენდიებს 2026-2027 აკადემიური წლისთვის. პროგრამა ითვალისწინებს მოკლე ან საშუალოვადიანი სასწავლო/კვლევითი/აკადემიური ვიზიტების დაფინანსებას ჩეხეთის რესპუბლიკის საჯარო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. სამიზნე ჯგუფი: საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტები, კურსდამთავრებულები, ლექტორები და მკვლევრები. სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადები მიიღება ნებისმიერი სასწავლო და კვლევითი მიმართულებით. განაცხადების წარდგენის წესი: 2026-2027 აკადემიური წლისთვის ჩეხეთის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის […]

ლეინ კირკლენდის სასტიპენდიო პროგრამები 2026-2027 აკადემიური წლისთვის

ლეინ კირკლენდის ფონდი აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის რეგიონისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სხვადასხვა დარგის სპეციალისტებსა და მკვლევრებს სთავაზობს სრულად დაფინანსებულ კვლევით/სასწავლო პროგრამებს პოლონეთის წამყვან უნივერსიტეტებში. სტიპენდიატები ორი სასწავლო სემესტრით ეწვევიან პოლონეთის ერთ-ერთ აკადემიურ ცენტრს  (ვარშავა, კრაკოვი, ვროცლავი, ლუბლინი) და მინიმუმ ორკვირიან პროფესიულ სტაჟირებას გაივლიან საჯარო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებში. გრანტი ითვალისწინებს როგორც სამგზავრო, საცხოვრებელი და სადაზღვევო […]

ლატვიის მთავრობის სტიპენდიები 2026-2027 აკადემიური წლისთვის

საქართველოსა და ლატვიის მთავრობებს შორის შეთანხმების ფარგლებში ლატვიის მთავრობა 2026-2027 აკადემიური წლისთვის აცხადებს სტიპენდიებს ლატვიის უმაღლეს სასწავლებლებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის, ასევე ახალგაზრდა მკვლევრებისა და აკადემიური პერსონალისთვის. სტიპენდიის მიღება შესაძლებელია ლატვიის უმაღლესი სასწავლებლების სასურველ მიმართულებაზე. სასწავლო პროგრამები იხილეთ ბმულზე. ყოველთვიური სტიპენდია 500 ევრო – ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის; 600 ევრო – მაგისტრატურის სტუდენტებისთვის; 700 ევრო – […]