კორეის რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის (KAIST) სტიპენდიები

კორეის რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტი (KAIST) აცხადებს მიღებას მაგისტრატურასა და დოქტორანტურაზე სწავლის მსურველთათვის. წარმატებული კანდიდატები უნივერსიტეტში ისწავლიან უფასოდ და მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას. კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები: ინტეგრირებულ ან სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის მსურველებს 2025 წლის აგვისტომდე მოპოვებული უნდა ჰქონდეთ ბაკალავრის ხარისხი, ხოლო დოქტორანტურაზე სწავლის მსურველებს − მაგისტრის ხარისხი; აპლიკანტმა ინგლისური ენის კომპეტენციის დასადასტურებლად უნდა წარმოადგინოს TOEFL iBT, IELTS, […]
Erasmus+ გაცვლითი პროგრამის კონკურსი სტუდენტებისთვის

Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის. გამარჯვებული სტუდენტები 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრს პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში გაატარებენ. კონკურსის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე. ექსპერტისთვის სასწავლო ხელშეკრულების გაგზავნის ბოლო ვადა: 4 თებერვალი 2026, 18:00 საათი განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა: 16 თებერვალი 2026, 18:00 საათი 28 იანვარი, 11:00 საათი (Online შეხვედრა) – შეხვედრა გაიმართება ონლაინ შემდეგ ბმულზე: 28 იანვარი, საინფორმაციო შეხვედრა 29 იანვარი, 13:00 საათი – ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო […]
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა სტუდენტებისთვის აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას “Youth of Excellence Scheme of China Program” 2026-2027 სასწავლო წლისთვის. პროგრამა განკუთვნილია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და ითვალისწინებს ჩინეთში ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე სწავლას სრული დაფინანსებით. სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობა ძირითადად შეადგენს 12 თვეს, ზოგიერთი მიმართულება ხორციელდება „1+1“ მოდელის ფარგლებში, რაც მოიცავს სწავლას ჩინეთში და შემდგომ პროფესიულ საქმიანობას კანდიდატის სამშობლოში. […]
თურქეთის სასტიპენდიო პროგრამა 2026

თურქეთის მთავრობა აცხადებს განაცხადების მიღებას სტიპენდიების პროგრამაზე (Türkiye Scholarships) 2026 სასწავლო წლისთვის. პროგრამა განკუთვნილია პროფესიული განათლებით, საბაკალავრო პროგრამებით, სამაგისტრო პროგრამებითა და სადოქტორო პროგრამებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის. პროგრამა ითვალისწინებს ყოველთვიური სტიპენდიას და სწავლას შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში. აფინანსებს სწავლის, საცხოვრებლის, მგზავრობისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯებს. შერჩეულ სტუდენტებს შეუძლიათ, ისარგებლონ თურქულის ენის შემსწავლელი ერთწლიანი კურსით. განაცხადები მიიღება ელექტრონულად Türkiye […]
იაპონიის მთავრობის (MEXT) სტიპენდია – იაპონური კვლევების სტუდენტთა პროგრამა NIKKENSEI

იაპონიის მთავრობა (MEXT) იაპონური კვლევების სტუდენტთა პროგრამის (NIKKENSEI) ფარგლებში განაცხადების მიღება იწყებს. პროგრამა მოტივირებულ სტუდენტებს სთავაზობს შესაძლებლობას, იაპონიაში სწავლით შეიძინონ ცოდნა იაპონური ენის, საზოგადოებისა და კულტურის შესახებ. პროგრამის კურსდამთავრებულებმა წარმატებით გააგრძელეს აკადემიური საქმიანობა, შექმნეს პროფესიული კარიერა სხვადასხვა სფეროში, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს იაპონიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 6 […]
სეულის მეტროპოლიტენის მთავრობის სტიპენდია უცხოელი სტუდენტებისთვის

სეულის მეტროპოლიტენის მთავრობა მეცნიერებისა და ინჟინერიის მიმართულებების მაგისტრატურისა და დოქტორანტურის უცხოელი სტუდენტებისთვის აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას Seoul Tech Scholarship Program. პროგრამა სრულად ფარავს სწავლის საფასურსა და საცხოვრებელ ხარჯებს სწავლის პერიოდში (დაახლ. 27000 აშშ დოლარი ერთ სტიპენდიატზე). 2024 წელს ამ პროგრამის ფარგლებში შეირჩა 9 სტიპენდიანტი, 2025 წელს – 15, ხოლო მომდევნო ციკლში სტიპენდიატების რაოდენობა 30-მდე გაიზრდება. 2026 […]
ბრუნეის სასულთნოს უნივერსიტეტების სასტიპენდიო პროგრამები 2026-2027 სასწავლო წლისთვის

ბრუნეის სასულთნო აცხადებს სტიპენდიებს უცხოელი სტუდენტებისთვის 2026-2027 სასწავლო წლისთვის. სტიპენდიები აპლიკანტებს აძლევს შესაძლებლობას, ისწავლონ როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო საფეხურზე ხუთ სხვადასხვა უნივერსიტეტში: ბრუნეი დარუსალამის უნივერსიტეტი (UBD) ისლამ სულთან შარიფ ალის უნივერსიტეტი (UNISSA) ბრუნეის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (UTB) რელიგიურ მასწავლებელთა უნივერსიტეტის კოლეჯი (KUPU SB) ბრუნეის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (PB) განაცხადების წარდგენის საბოლოო ვადა: 2026 წლის 15 თებერვალი […]
პრაღის ეკონომიკის ინსტიტუტის (CERGE-EI) სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები

პრაღის ეკონომიკის ინსტიტუტი (CERGE-EI) აცხადებს მიღებას სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე: Master in Economic Research – ჩარლზის უნივერსიტეტის ორწლიანი სამაგისტრო პროგრამა აერთიანებს ეკონომიკის, მონაცემთა მეცნიერებისა და საჯარო პოლიტიკის საკითხებს. პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს ინდივიდუალურ მხარდაჭერას, ფინანსურ დახმარებას და კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს. PhD in Economics – სრულიად დაფინანსებული სადოქტორო პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს შესაძლებლობას, ჩამოყალიბდნენ საერთაშორისო სტანდარტების მკვლევარ-ექსპერტებად. სტუდენტები […]
FARIG სტიპენდიები ქართველი მეცნიერებისათვის

2000 წელს ჯონ უილკინსონის მიერ დაარსებული ორგანიზაცია Friends of Academic Research in Georgia (FaRiG) ქართველ მეცნიერებს ყოველწლიურად საშუალებას აძლევს, მიიღონ გრანტი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სფეროში და ეხმარება მათ კვლევების ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამოქვეყნებაში. 2026 გოგია ცეცხლაძის სახელობის კვლეითი გრანტი საქართველოში მცხორები და მომუშავე მკვლევრებისთვის ხელმისაწვდომი გრანტი 2000£-ს ოდენობით. კვლევა ორიენტირებული უნდა იყოს შავი ზღვის რეგიონის არქეოლოგიასა და ისტორიაზე […]
ტრენინგპროგრამა მკვლევართათვის ტეხასის დალასის უნივერსიტეტში

გამოცხადდა მკვლევართა სასწავლო ტრენინგპროგრამის კონკურსი ტეხასის დალასის უნივერსიტეტისა (UT Dallas) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში. პროგრამა განკუთვნილია STEM-ის, ეკონომიკის, ბიზნესისა და სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულებების დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისა და ახალბედა პროფესორებისთვის, რომლებმაც სადოქტორო დისერტაცია დაიცვეს არაუადრეს 2020 წლის 1-ელი იანვრისა. პროგრამა მოიცავს ინგლისური ენის ორკვირიან კურსს, კვლევით სამუშაოს ტეხასის დალასის უნივერსიტეტის ლაბორატორიებში და სხვადასხვა […]
