FARIG სტიპენდიები ქართველი მეცნიერებისათვის

2000 წელს ჯონ უილკინსონის მიერ დაარსებული ორგანიზაცია Friends of Academic Research in Georgia (FaRiG) ქართველ მეცნიერებს ყოველწლიურად საშუალებას აძლევს, მიიღონ გრანტი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სფეროში და ეხმარება მათ კვლევების ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამოქვეყნებაში.

2026 გოგია ცეცხლაძის სახელობის კვლეითი გრანტი

საქართველოში მცხორები და მომუშავე მკვლევრებისთვის ხელმისაწვდომი გრანტი 2000£-ს ოდენობით. კვლევა ორიენტირებული უნდა იყოს შავი ზღვის რეგიონის არქეოლოგიასა და ისტორიაზე ქრისტეშობამდე 700 წლამდე.

2026 საქართველოსა და ევროპის ურთიერთობათა კვლევითი გრანტი

საქართველოში მცხოვრები და მომუშავე ქართველ მკვლევრებისთვის ხელმისაწვდომი გრანტი 1600£-ს ოდენობით ფინანსდება პროფესორ ჰუბერტუს იანის მიერ. კვლევა ოიენტირებული უნდა იყოს საქართველოსა და ევროპის ურთიერთობების მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე.

2026 BEWC სამხრეთ კავკასიის კვლევითი გრანტი

საქართველოში მცხოვრები და მომუშავე ქართველ მკვლევრებისთვის ხელმისაწვდომი გრანტი ფინანსდება Britain East-West Centre-ის მიერ 1000£-ს ოდნობით. კვლევა ორიენტირებული უნდა საქართველოსა და მის ერთი ან რამდენიმე მეზობელი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის შესწავლაზე.

2026 ჯონ უილკინსონის კვლევითი გრანტი   

საქართველოში მცხოვრები და მომუშავე ქართველ მკვლევრებისთვის ხელმისაწვდომი გრანტი 1500£-ს ოდენობით. კვლევა უნდა იყოს მიმართული საქართველოს კულტურისა და მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი თემების საერთაშორისო აუდიტორიისთვის წარმოჩენაზე.

2026 თაყაიშვილის კვლევითი გრანტი

საქართველოში მცხოვრები და მომუშავე მკვლევრებისთვის გრანტი 1000£-ს ოდენობით. კვლევა ორიენტირებული უნდა იყოს საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების ისტორიულ ასპექტებზე სხვადასხვა ეპოქაში.

2026 სიმონ ზაზაძის კვლევითი გრანტი

საქართველოში მცხოვრები და მომუშავე ქართველ მკვლევრებისთვის ხელმისაწვდომი გრანტი 1500£-ს ოდენობით. კვლევა ორიენტირებული უნდა იყოს ქართულ-თურქულ ურთიერთობებზე.

2026 წლის FaRiG პოლონსკის კვლევითი გრანტი

საქართველოში მცხოვრები და მომუშავე ქართველ მკვლევრებისთვის გრანტი 1000£-ს ოდენობით. კვლევა ორიენტირებული უნდა იყოს ებრაული თემების ისტორიასა და კულტურაზე საქართველოში და კავკასიის რეგიონში.

2026 წლის FaRiG NGEF კვლევითი გრანტი

საქართველოში მცხოვრები და მომუშავე მკვლევრებისთვის გრანტი 1500£-ს ოდენობით. კვლევა ორიენტირებული უნდა იყოს საქართველო–რუსეთის ურთიერთობებზე ვიზუალური და შემოქმედებითი ხელოვნების სფეროში.

2025 წლის FaRiG Caroline Adams ესეს ჯილდო

ქართველ მკვლევრებისთვის ესეს ჯილდო 500£-ს ოდენობით. ესე უნდა ეხებოდეს საქართველოს და ჰუმანიტარულ მეცნიერებებს, აჩვენებდეს კავშირს უცხოურ კვლევასთან. გამარჯვებული გამოქვეყნდება FaRiG-ის ვებგვერდზე და, საჭიროებისამებრ, აკადემიურ გამოცემაში.


განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 28 თებერვალი, 2026 წელი

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ საინფორმაციო ბროშურა

გაიგე მეტი

გაიგე მეტი