აახენის ტექნიკური უნივერსიტეტის სასტიპენდიო პროგრამები 2026-2027 აკადემიური წლისთვის

აახენის ტექნიკური უნივერსიტეტი (RWTH Aachen) ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების, საბუნებისმეტყველო და ტექნიკური მიმართულების მკვლევრებისთვის 2026-27 აკადემიური წლისთვის აცხადებს კონკურსს კეტე ჰამბურგერის კოლეჯის 12-თვიანი სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში. Käte Hamburger Kolleg “Cultures of Research” უმაღლესი კვლევების საერთაშორისო ცენტრია მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ისტორიის, ფილოსოფიისა და სოციოლოგიის მიმართულებით. 2026-2027 აკადემიური წლის კვლევების თემაა „მეცნიერების მრავალფეროვნება“. განაცხადების თემები: ქვეყნების შედარება მათი კვლევის […]

მიღება რეიგან-ფასელის დემოკრატიის სტიპენდიატთა პროგრამაზე

Reagan-Fascell Democracy Fellows პროგრამა აცხადებს მიღებას 2026-2027 წლების გაცვლით პროგრამაზე. რეიგან-ფასელის დემოკრატიის სტიპენდიატთა საერთაშორისო გაცვლითი პროგრამა მხარს უჭერს სამოქალაქო ლიდერებს, აქტივისტებს, მკვლევრებსა და ინოვატორებს, რომლებიც თავისუფლებისთვის გლობალურ ბრძოლაში ლიდერობენ. პროგრამა მოიცავს ორ მიმართულებას: პრაქტიკოსთა ჯგუფი: აქტივისტები, ჟურნალისტები, უფლებადამცველები და სხვა დარგის წარმომადგენლები; მკვლევართა ჯგუფი: პოლიტიკის მეცნიერებათა, სამართლის, ადამიანის უფლებებისა და მომიჯნავე სფეროების დოქტორები ან მეცნიერები დოქტორთან გათანაბრებული […]

მიღება ეჟენ იონესკუს სასტიპენდიო პროგრამაზე

რუმინეთის მთავრობა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსთან კოორდინაციით აცხადებს კონკურსს “Eugen Ionescu” 2026 წლისთვის კვლევითი სტიპენდიის მოსაპოვებლად. სტიპენდია განკუთვნილია დოქტორანტურის სტუდენტებისა და მკვლევარი მასწავლებლებისთვის. „ეჟენ იონესკუს“ მობილობის სტიპენდია ფრანგულენოვან მასწავლებლებსა და მკვლევრებს საშუალებას აძლევს, გაიუმჯობესონ უნარები AUF-ის წევრ დაწესებულებებში, რუმინეთში. განცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 30 ნოემბერი მობილობის პერიოდი: 2026 წლის 1-ელი მაისი – 2026 წლის 31 ივლისი დაინტერესებულ კანდიდატებს დამატებითი ინფორმაციისთვის […]

მიღება ფრანკოფონიის სააგენტოს სასტიპენდიო პროგრამებზე

ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ფრანკოფონიის უნივერსიტეტთა სააგენტო (AUF-ECO) საფრანგეთის უმაღლესი განათლებისა და კვლევის სამინისტროსთან (MESR) ერთად აცხადებს მიღებას ორ პროგრამაზე, რომლებიც ემსახურება საფრანგეთსა და ცენტრალურ/აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის განმტკიცებას. პროგრამები უზრუნველყოფს თანადაფინანსების შესაძლებლობებს სამეცნიერო მობილობისთვის 2026 წელს ორგანიზებულ აკადემიურ ღონისძიებებზე. ACCES პროგრამა თანადაფინანსება რეგიონის მკვლევრების მიღებისთვის საფრანგეთში ორგანიზებულ სემინარებზე, კოლოკვიუმებსა ან/და კონგრესებზე. PARCECO პროგრამა თანადაფინანსება […]

საინფორმაციო შეხვედრა ევროპის კოლეჯის წარმომადგენლებთან

7 ნოემბერს, 19:00 საათზე, ევროპის კოლეჯის ორგანიზებით გაიმართება ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა. ევროპის კოლეჯის ნატოლინის  კამპუსის (ვარშავა, პოლონეთი) წარმომადგენლები დაინტერესებულ პირებს გააცნობენ  ინფორმაციას სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის დაფინანსებისა და სტიპენდიების მოპოვების შესაძლებლობების შესახებ. შეხვედრა დააინტერესებთ პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, დიპლომატიისა და ევროპული ცივილიზაციის მიმართულების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს. დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ დანართი. დრო: 7 ნოემბერი, 19:00 საათი შეხვედრაზე დასწრების მსურველები […]

სლოვაკეთის მთავრობის სტიპენდიები 2026-2027 სასწავლო წლისთვის

სლოვაკეთის რესპუბლიკა აცხადებს სამთავრობო სტიპენდიებს 2026-2027 აკადემიური  წლისთვის. პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტების, დოქტორანტების, მკვლევრების, ხელოვანებისა და უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მობილობას. განაცხადების შევსება შესაძლებელია ონლაინ ვებგვერდზე: www.scholarships.sk 2026 წლის გაზაფხულის სემესტრის სტიპენდიის პროგრამაში განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: მიმდინარე წლის 31 ოქტომბერი. 2026-2027 აკადემიური სასწავლო წლის ეროვნული სტიპენდიის პროგრამაში განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 30 აპრილი. 2025

იაპონიის მეგობრული კავშირების პროგრამა MIRAI – განაცხადების მიღება

იაპონიის მეგობრული კავშირების პროგრამა MIRAI აცხადებს განაცხადების მიღებას სტუდენტებისთვის. შერჩეული სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ ერთკვირიან პროგრამაში იაპონიაში, დაესწრებიან ვორკშოპებსა და თემატურ სესიებს, რომლებზეც განიხილავენ კულტურულ, სოციალურ და საგანმანათლებლო საკითხებს. პროგრამა სრულად დაფარავს მგზავრობის, საცხოვრებლისა და კვების ხარჯებს. რეგისტრაციის ბოლოო ვადაა 2025 წლის 15 ოქტომბერი. დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ ხელმისაწვდომია ბმულზე. რეგისტრაციისთვის შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა. დამატებითი ინფორმაციის ან ტექნიკური დახმარებისთვის მიმართეთ საქართველოში […]

ბერლინის კვლევითი სტიპენდია

ფონდი Study Foundation the Berlin House of Representatives აცხადებს კონკურსს კვლევითი სტიპენდიის მოსაპოვებლად, რომელიც კანდიდატებს საშუალებას მისცემს 2026/27 სასწავლო წელს 10 თვის განმავლობაში იმუშაონ ბერლინის რომელიმე კვლევითი ცენტრის ან უნივერსიტეტის პროფესორთან/მკვლევართან მათთვის საინტერესო კვლევით პროექტზე. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ბაკალავს 35 წლამდე. პირს ბაკალავრის ხარისხით. კვლევის თემატიკა შეზღუდული არ არის, თუმცა, სასურველია, კანდიდატს აინტერესებდეს ჰუმანიტარული და […]

კონკურსი პოლონეთის ერთთვიანი კვლევითი სტიპენდიების მოსაპოვებლად

პროგრამა „ერთი თვე პოლონეთში“ (A Month in Poland) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ისტორიით, პოლიტიკითა და კულტურით დაინტერესებულ პირებს აძლევს საშუალებას კვლევა ჩაატარონ პოლონეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებში, არქივებსა და  ბიბლიოთეკებში. სტიპენდიის რაოდენობა: 6 500 პოლონური ზლოტი (PLN) სტიპენდიის ხანგრძლივობა: 1 თვე კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა: https://stypendium.mieroszewski.pl/users/login განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 30 სექტემბერი კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე.

ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის სტიპენდიები 2026-2027 სასწავლო წლისთვის

ჩეხეთის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს სწავლის სრულად დაფინანსებას სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ჩეხურ და ინგლისურ ენებზე ჩეხეთის სახელმწიფო უნივერსიტეტებში. პრიორიტეტული სპეციალობები: ტექნიკური სფერო, მშენებლობა, ეკონომიკა და ფინანსები, სოფლის მეურნეობა, კიბერუსაფრთხოება, კომპიუტერული მეცნიერება, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა, სატყეო საქმე, მათემატიკა და სტატისტიკა. რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2025 წლის 30 სექტემბერი რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე: http://registr.dzs.cz/registr.nsf დეტალური ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამაზე იხილეთ ბმულზე.   […]