აახენის ტექნიკური უნივერსიტეტის სასტიპენდიო პროგრამები 2026-2027 აკადემიური წლისთვის

აახენის ტექნიკური უნივერსიტეტი (RWTH Aachen) ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების, საბუნებისმეტყველო და ტექნიკური მიმართულების მკვლევრებისთვის 2026-27 აკადემიური წლისთვის აცხადებს კონკურსს კეტე ჰამბურგერის კოლეჯის 12-თვიანი სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში.

Käte Hamburger Kolleg “Cultures of Research” უმაღლესი კვლევების საერთაშორისო ცენტრია მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ისტორიის, ფილოსოფიისა და სოციოლოგიის მიმართულებით.

2026-2027 აკადემიური წლის კვლევების თემაა „მეცნიერების მრავალფეროვნება“.

განაცხადების თემები:

  • ქვეყნების შედარება მათი კვლევის კულტურებისა და ინსტიტუციური გარემოს მიხედვით;
  • კვლევითი კონტექსტების განსხვავებების მეთოდოლოგიური ანალიზი;
  • კონკრეტული ქვეყნის მეცნიერული პრაქტიკისა და ცოდნის წარმოების სისტემის შესწავლა.

 

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 31 დეკემბერი.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ფაილი და ეწვიეთ ბმულს: https://khk.rwth-aachen.de/faq/

 

 

გაიგე მეტი

გაიგე მეტი