JICA-ის სრულად დაფინანსებული სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები იაპონიაში

იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო (JICA) 2019 წლიდან ახორციელებს სასწავლო პროგრამას  ”SDGs Global Leader”, რომელიც საჯარო მოხელეებს, აკადემიკოსებსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს ისწავლონ იაპონიის უნივერსიტეტების სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამაზე სრულიად უფასოდ. სტიპენდიის მოცულობა: სწავლის გადასახადი − სრულად ფინანსდება; მგზავრობის ხარჯები − სრულად ფინანსდება; ყოველთვიური სტიპენდია − 117 000-148 000JPY. რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2025 წლის 15 ოქტომბერი პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის […]

ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტიპენდიები

ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (TalTech) პროგრამა “Next Generation Digital Government Microdgree“ ქართველ სტუდენტებს სთავაზობს სტიპენდიებს. პროგრამა განხორციელდება 2025 წლის სექტემბრიდან 2026 წლის თებერვლის ჩათვლით დისტანციურად და დასრულდება ზამთრის სკოლით ესტონეთში. განაცხადები მიიღება 25 აგვისტოს ჩათვლით. რეგისტრაცია შესაძლებელია ელექტრონულ ბმულზე: https://taltech.ee/en/course/49494 დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაგზავნონ ერთგვერდიანი სამოტივაციო წერილი და რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: summerschools@taltech.ee 2025

შვეიცარიის მთავრობის სტიპენდიები 2026/2027 აკადემიური წლისთვის

შვეიცარიის მთავრობა 2026/2027 აკადემიური წლისთვის აცხადებს კონკურსს სადოქტორო, პოსტსადოქტორო და კვლევითი სტიპენდიების მისაღებად. დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ მიმართონ შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს ელექტრონულ მისამართზე: tbilisi@eda.admin.ch საელჩოში საბუთების ჩაბარების ბოლო ვადაა 2025 წლის 24 ნოემბერი, 15:00 სთ. სტიპენდიებისა და მოთხოვნილი დოკუმენტების შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://shorturl.at/adgx3   2025

ეგვიპტის უმაღლესი განათლების სამინისტროს სასტიპენდიო პროგრამა

ეგვიპტის უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების სამინისტრო აცხადებს კონკურსს 2025-2026 სასწავლო წლისათვის EGYAID-ის სტიპენდიის (Egyptian Initiative for Scholarships and Educational Tourism) მოსაპოვებლად. პროგრამა განკუთვნილია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის. რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2025 წლის 15 სექტემბერი რეგისტრაციის, დაფინანსების მოპოვების წესებისა და პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:  https://admission.study-in-egypt.gov.eg 2025

Erasmus+ ის ეროვნული ოფისი საქართველოში სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის თემატური ვორკშოპების სერიას აცხადებს

Erasmus+ ის ეროვნული ოფისი საქართველოში სტუდენტებსა და ახალგაზრდებს იწვევს მონაწილეობისთვის თემატური ვორკშოპების სერიაში, რომელიც ეძღვნება Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდობისა და უმაღლესი განათლების სფეროში არსებულ შესაძლებლობებს. ვორკშოპების მიზანია პროგრამით დაინტერესებულთათვის ინფორმაციის მიწოდება, მონაწილეთათვის გამოცდილების გაზიარება და პრაქტიკული რეკომენდაციების გაცნობა. ვორკშოპების მონაწილეები გაეცნობიან დეტალურ ინფორმაციას Erasmus+ პროგრამის სხვადასხვა კომპონენტის შესახებ; მოისმენენ წარსულში პროგრამის მონაწილე ახალგაზრდების გამოცდილებას;  ჩაერთვებიან […]

ვენის უმაღლესი კვლევების ცენტრის სტიპენდიები

ვენის უნივერსიტეტის უმაღლესი კვლევების ცენტრი  (Vienna Center for Advanced Studies) აცხადებს მკვლევართა განაცხადების მიღებას სასტიპენდიო პროგრამაზე 2026-2027 აკადემიური წლისთვის. პროგრამის ხანგრძლივობა: 2026 წლის 1 ოქტომბერი – 2027 წლის 30 ივნისი დაფინანსება მოიცავს: თვიურ სტიპენდიას (€7,000 უფროსი მკვლევრებისთვის / €5,500 ახალგაზრდა მეცნიერებისთვის) საცხოვრებლის ხარჯებს (€1,500 თვეში)   განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 1 სექტემბერი სტიპენდიები განკუთვნილია […]

ჰარვარდის უნივერსიტეტის დეივისის ცენტრის პროგრამა

ჰარვარდის უნივერსიტეტის დეივისის ცენტრი აცხადებს მიღებას საქართველოს შემსწავლელი კვლევების გაცვლით პროგრამაზე (Georgian Studies Research Exchange Program). პროგრამა განხორციელდება დისტანციურ ფორმატში 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 1-ელი აგვისტო, 2025. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ცენტრის ვებგვერდს.

პროგრამა Young Professional Fellowship Georgia 2025

პროგრამა Young Professional Fellowship Georgia 2025 განაგრძობს ღონისძიებაში მონაწილეობით დაინტერესებულთა აპლიკაციების მიღებას. შერჩეული ქართველი სტუდენტები, როგორც მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელები, შეძლებენ მონაწილეობას სრული დაფინანსებით. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი. განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 10 ივლისი, 2025 სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ ბმულზე.  

კონკურსი ინდოეთის რესპუბლიკაში სწავლის მსურველთათვის

ინდოეთის კულტურულ ურთიერთობათა საბჭო (ICCR) 2025-2026 სასწავლო წლისთვის აცხადებს სტიპენდიების პროგრამას საქართველოს მოქალაქეებისთვის. სტიპენდია გაიცემა პროგრამის AYUSH ფარგლებში და მოიცავს სხვადასხვა აკადემიურ მიმართულებას, მათ შორის: ტრადიციული ინდური მედიცინა: აიურვედა, იოგა, უნანი, სიდა და ჰომეოპათია (გარდა სამედიცინო და პარამედიცინული მიმართულებებისა) ინდური ცეკვა და მუსიკა ინტეგრირებული აკადემიური პროგრამები, როგორებიცაა BALLB (5 წელი) და B.Sc & M.Sc (5 […]

გერმანიის ბუნდესტაგის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია

გერმანიის ბუნდესტაგმა ბერლინის სამ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით დაიწყო განაცხადების მიღება 2026 წლის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის (IPS) პროგრამაზე. პროგრამა მსოფლიოს დაახლოებით 50 ქვეყნის პოლიტიკით დაინტერესებულ ახალგაზრდებს სთავაზობს პირადად გაეცნონ გერმანიაში პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესს და იმუშაონ ბუნდესტაგის დეპუტატთა ოფისებში. პროგრამა 2026 წლის 1-ელი მარტიდან 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ამ პერიოდში მონაწილეები ბუნდესტაგის ერთ-ერთი დეპუტატის ოფისში გაივლიან პრაქტიკულ […]