გერმანიის ბუნდესტაგმა ბერლინის სამ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით დაიწყო განაცხადების მიღება 2026 წლის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის (IPS) პროგრამაზე. პროგრამა მსოფლიოს დაახლოებით 50 ქვეყნის პოლიტიკით დაინტერესებულ ახალგაზრდებს სთავაზობს პირადად გაეცნონ გერმანიაში პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესს და იმუშაონ ბუნდესტაგის დეპუტატთა ოფისებში.
პროგრამა 2026 წლის 1-ელი მარტიდან 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ამ პერიოდში მონაწილეები ბუნდესტაგის ერთ-ერთი დეპუტატის ოფისში გაივლიან პრაქტიკულ სტაჟირებას, დაესწრებიან სემინარებს და მონაწილეობას მიიღებენ აკადემიურ აქტივობებში მათ მიერ შერჩეულ ბერლინის უმაღლეს სასწავლებელში.
საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია გათვალისწინებულია იმ ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის, რომლებსაც აქვთ უმაღლესი განათლება, მოტივაცია და დაინტერესებული არიან დემოკრატიულ ღირებულებათა განმტკიცებით საკუთარ ქვეყნებში. მისი მიზანია სტიპენდიატებისთვის თვალსაჩინო გახადოს გერმანიის პოლიტიკური კულტურა და დემოკრატიული მმართველობის მექანიზმები.
გერმანიის ბუნდესტაგი დაფარავს პროგრამასთან დაკავშირებულ ყველა ძირითად, მათ შორის საცხოვრებლის, მგზავრობის, დაზღვევისა და ყოველთვიური სტიპენდიის, ხარჯს.
საქართველოდან ამ პროგრამაში უკვე 90-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობდა.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 31 ივლისი.
განაცხადების გაგზავნა შესაძლებელია ელექტრონულ ელფოსტებზე: ips@tifl.diplo.de ან info@tiflis.diplo.de. ერთ ფაილში გაერთიანებული დოკუმენტების ზომა არ უნდა აღემატებოდეს 15 მეგაბაიტს.
დამატებითი ინფორმაცია პროგრამისა და მოთხოვნების შესახებ ხელმისაწვდომია გერმანიის პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://www.bundestag.de/ips.
2025

