ილიაუნის მკვლევრებმა მწერის ახალი სახეობა აღწერეს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა შალვა ბარჯაძემ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ ეკოლოგიის ბაკალავრ ნინუცა კვაჭაძესა და ქოჯაელის უნივერსიტეტის (კარტეპე, თურქეთი) ასოცირებულ პროფესორ იშილ ოეზდემირთან ერთად აღწერა მეცნიერებისათვის ახალი ბუგრის სახეობა Aphis tanaceticola sp. nov. ფუძემდებლის, ნორმალური უფრთო, ფრთიანისმაგვარი უფრთო და ფრთიანი პართენოგენეზური მდედრების საფუძველზე. ახალი სახეობა ბინადრობს ასფურცელაზე (Tanacetum parthenium (L.) და Tanacetum sp.) (Asteraceae: Anthemideae)  კარაგიოლსა (ანკარის პროვინცია, თურქეთი) და ჩალუსში (მაზანდარანის პროვინცია, ირანი). სტატიაში მოცემულია ახალი  და  მორფოლოგიურად მსგავსი სახეობების განმასხვავებელი ნიშნები, ასევე ინფორმაცია ამ სახეობის მოკლებეწვიან ირანულ და გრძელბეწვიან თურქულ პოპულაციებს შორის შიდასახეობრივი ვარიაციების შესახებ და ახლავს მცენარეების ტრიბა Anthemideae-ით მკვებავი იმ Aphis spp.-ის სახეობების სარკვევი, რომლებსაც საწვნე მილების წინ სკლეროტიზებული მუცლის დორსალური მხარე აქვთ.

სტატია გამოქვეყნებულია მაღალრეიტინგულ ჟურნალში Insects და შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://www.mdpi.com/2075-4450/17/11/1147

გაიგე მეტი

გაიგე მეტი