ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თენგიზ ონიანის ძილ-ღვიძილის ციკლის ნეირობიოლოგიის ინსტიტუტის მკვლევართა გუნდის (თამარ ბასიშვილი, მარინე ელიოზიშვილი, ნანი ლორთქიფანიძე, თენგიზ წულაძე, ნიკოლოზ ონიანი, ნატო დარჩია) სამეცნიერო სტატია გამოქვეყნდა Nature Portfolio-ის საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში Scientific Reports. გამოცემა 2025 წლის მონაცემებით ციტირების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა.
ნაშრომი Relationship between sleep, stress and psychological distress in internally displaced persons depends on the length of displacement იძულებით გადაადგილებულ პირებში ძილის დარღვევებს, აღქმულ სტრესსა და ფსიქოლოგიურ დისტრესს შორის ურთიერთკავშირის შესწავლის შედეგს წარმოადგენს.
კვლევა მნიშვნელოვანია ტრავმული გამოცდილების მქონე მოსახლეობისთვის დროული და ეტაპობრივი ფსიქოსოციალური მხარდაჭერის სტრატეგიების შესამუშავებლად. შედეგები ადასტურებს, რომ თუ დევნილობის საწყის პერიოდში ინტერვენციები სტრესის მართვაზე უნდა იყოს ორიენტირებული, ხანგრძლივ პერსპექტივაში მოსახლეობის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის შესანარჩუნებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ძილის დარღვევების მკურნალობასა და ძილის ჰიგიენის მხარდაჭერას.
სტატიის სრული ვერსია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://doi.org/10.1038/s41598-026-57241-7
2026

