ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის როლი და მნიშვნელობა — დისკუსია ფილმზე „12 განრისხებული მამაკაცი“

31 ოქტომბერს გაიმართა ილიაუნის სტუდენტური თვითმმართველობისა და სამართლის სკოლის ერთობლივი პროექტის „სამართალი კინოში“ მორიგი ლექცია და დისკუსია.

შეხვედრა მიეძღვნა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის როლსა და მნიშვნელობას, განიხილეს სიდნი ლუმეტის ფილმი „12 განრისხებული მამაკაცი“.

დისკუსიას უძღვებოდნენ: მოწვეული სპიკერი –  ზაზა მეიშვილი, ილიაუნის პროფესორი, მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრის დირექტორი; მოდერატორი – მარინე მესხი, ილიაუნის ასოცირებული პროფესორი და სამართლის სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.

შეხვედრაში აქტიურად მონაწილეობდნენ სტუდენტები.

გაიგე მეტი

გაიგე მეტი