ჩინეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა 2027-2028 აკადემიური წლისთვის

ჩინეთის სტიპენდიების საბჭო (CSC) აცხადებს სასტიპენდიო კონკურსს Youth of Excellence Scheme of China Program 2027-2028 აკადემიური წლისთვის.

პროგრამა ითვალისწინებს ჩინეთის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში სამაგისტრო საფეხურზე სწავლის სრულ დაფინანსებას.

განაცხადების მიღების ვადა: 29 მარტი, 2027

მიზნობრივი ჯგუფი: ბაკალავრის ხარისხისა და 3-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე პირები (45 წლამდე)

სწავლის ხანგრძლივობა

  • 1-წლიანი მოდელი: 12 თვე სრული სწავლება ჩინეთში;
  • „1+1“ მოდელი: 1 წელი ჩინეთში (სწავლა) + 1 წელი სამშობლოში (კვლევა და სამაგისტრო ნაშრომი).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • ასაკი: 45 წლამდე;
  • განათლება: მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი;
  • გამოცდილება: სულ მცირე 3 წელი.

კანდიდატი უნდა ეკუთვნოდეს ერთ-ერთ კატეგორიას:

  • საშუალო ან მაღალი რგოლის სახელმწიფო მოხელე;
  • დაწესებულების ან საწარმოს მაღალი რგოლის მენეჯერი;
  • უნივერსიტეტის/სამეცნიერო დაწესებულების ადმინისტრაციული პერსონალი;
  • საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილების მქონე პირი.

სარეგისტრაციო ინსტრუქცია

  • მოიპოვეთ წინასწარი ჩარიცხვის წერილი (Pre-admission Letter) მონაწილე უნივერსიტეტიდან.
  • გაიარეთ რეგისტრაცია პორტალზე: studyinchina.csc.edu.cn

განაცხადში მიუთითეთ მონაცემები:

  • Scholarship Type: Type A
  • Agency Number: 1563
  • Program: Youth of Excellence Scheme of China

დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით მიმაგრებულ დოკუმენტს.

გაიგე მეტი

გაიგე მეტი