გერმანიის ბუნდესტაგის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია

გერმანიის ბუნდესტაგმა ბერლინის სამ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით დაიწყო განაცხადების მიღება 2026 წლის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის (IPS) პროგრამაზე. პროგრამა მსოფლიოს დაახლოებით 50 ქვეყნის პოლიტიკით დაინტერესებულ ახალგაზრდებს სთავაზობს პირადად გაეცნონ გერმანიაში პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესს და იმუშაონ ბუნდესტაგის დეპუტატთა ოფისებში. პროგრამა 2026 წლის 1-ელი მარტიდან 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ამ პერიოდში მონაწილეები ბუნდესტაგის ერთ-ერთი დეპუტატის ოფისში გაივლიან პრაქტიკულ […]

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის სადოქტორო სტიპენდია 2025-2026

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან ერთად აცხადებს ერთობლივ სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირების საგრანტო კონკურსს დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის. კონკურსის მიზანია სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებით საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მხარეთა ერთობლივი მონაწილეობისა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა დოქტორანტების კარიერული განვითარების ხელშეწყობა. ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადაა 20 ივნისი, 16:00 საათი. კონკურსის პირობები და წარსადგენი დოკუმენტაცია იხილეთ ბმულზე.

იტალიის მთავრობის სტიპენდიები

დაიწყო განაცხადების მიღება იტალიის მთავრობის მიერ უცხო ქვეყნისა და საზღვარგარეთ მცხოვრები იტალიის მოქალაქეებისთვის გამოყოფილი სტიპენდიების მოსაპოვებლად 2025-2026 აკადემიური წლისთვის. სტიპენდიის რაოდენობა: 1000 ევრო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 16 მაისი (საქართველოს დროით 16.00 საათი) განაცხადები უნდა წარადგინოთ ონლაინ სააპლიკაციო ფორმის საშუალებით. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://studyinitaly.esteri.it/ListaBandi

პრაღის ეკონომიკის ინსტიტუტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები

პრაღის ეკონომიკის ინსტიტუტი (CERGE-EI) აცხადებს მიღებას სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე: Master in Economic Research PhD in Economics   კონკურსში მონაწილეობისთვის კანდიდატები უნდა ფლობდნენ ენობრივ კომპეტენციებს და მათემატიკურ უნარებს. სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მსურველებს მოპოვებული უნდა ჰქონდეთ ბაკალავრიატის ხარისხი, ხოლო დოქტორანტებს დასრულებული უნდა ჰქონდეთ სწავლა სამაგისტრო საფეხურზე. განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 23 აგვისტო დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს. 2025

იაპონიის მთავრობის 2026 წლის სტიპენდიები

იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სამინისტრო (MEXT) იაპონიის უნივერსიტეტებში სწავლის მსურველი სტუდენტებისთვის აცხადებს სტიპენდიას 2026 წლის იაპონიის მთავრობის სტიპენდიის პროგრამის ფარგლებში. პროგრამა საშუალებას აძლევს დაინტერესებულ სტუდენტებს ერთი წლის განმავლობაში ისწავლონ იაპონურ უნივერსიტეტებში და გაიღრმაონ იაპონური ენისა და კულტურის ცოდნა. განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 6 ივნისი, 17:00 საათი. მოთხოვნებისა და პროცედურების შესახებ დეტალური […]

რუმინეთის საინვესტიციო და საგარეო ვაჭრობის სააგენტოს სტიპენდიები

რუმინეთის საინვესტიციო და საგარეო ვაჭრობის სააგენტო ქართველი სტუდენტებისთვის აცხადებს სტიპენდიებს 2025-2026 სასწავლო წლისთვის. დაინტერესებულმა პირებმა განაცხადები უნდა წარადგინონ ელექტრონულ მისამართზე: burse2025@arice.gov.ro განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 15 მაისი. დამატებითი ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამასთან დაკავშირებით იხილეთ ვებგვერდზე: https://arice.gov.ro/1/burse-2025/

FALLING WALLS LAB 2025

31 მაისს DAAD-ის თბილისის ოფისი კვლავ უმასპინძლებს სამეცნიერო სლემს “Falling Walls Lab” ფორმატის ფარგლებში. “Falling Walls Lab” ბერლინის კედლის დანგრევის აღსანიშნავად ყოველწლიურად ეწყობა და მასში მონაწილეობენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, პოლიტიკის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების, ეკონომიკისა და ხელოვნების სფეროს მკვლევრები და ახალგაზრდა მეცნიერები, რომლებიც 3-წუთიანი პრეზენტაციებით წარმოადგენენ ინოვაციურ იდეებსა და კვლევით პროექტებს ლოკალური და გლობალური გამოწვევების შესახებ. […]

საინფორმაციო შეხვედრა ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამების შესახებ

15 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 აუდიტორიაში ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა, რომელზეც განხილული იქნება გერმანიაში სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარების შესაძლებლობები. დაინტერესებული პირები გაეცნობიან განსხვავებებს ქართულ და გერმანულ სამაგისტრო პროგრამებს შორის, გერმანიაში ჩაბარების მოთხოვნებსა და პროცედურებს. დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი. დრო: 15 აპრილი, 18:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 დარბაზი, […]

სასწავლო პროგრამები ლიეტუვაში

ლიეტუვის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროსთან არსებული გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერის ფონდი აცხადებს კონკურსს ლიეტუვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სასტიპენდიო პროგრამებზე 2025-2026 სასწავლო წლისთვის. ფონდი ქართველ სტუდენტებს სთავაზობს 2-წლიან სამაგისტრო, ასევე ლიეტუვური ენის შემსწავლელ მოკლევადიან (1 ან 2 სემესტრი) გაცვლით პროგრამებსა და ლიეტუვური ენისა და კულტურის შემსწავლელ 1-თვიან საზაფხულო კურსებს. სამაგისტრო პროგრამაზე განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 13 […]

ფლანდრიაში სამეცნიერო ვიზიტის შესაძლებლობა მკვლევრებისთვის Flemish Research Fund (FWO)

FWO უცხოელ მკვლევრებს სთავაზობს გრანტებს ფლანდრიაში სამეცნიერო ვიზიტისა და ადგილობრივ კვლევით ჯგუფთან თანამშრომლობისთვის. მკვლევრებს საშუალება ეძლევათ დაგეგმონ 1-3 თვის ხანგრძლივობის ვიზიტი. განაცხადის გასაკეთებლად მკვლევარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: უნდა ჰქონდეს დოქტორის ხარისხი და იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომელი; უნდა იყოს მინიმუმ ერთი რეცენზირებული პუბლიკაციის ავტორი; უნდა ჰქონდეს მასპინძელი მკვლევრის ოფიციალური მიწვევა ფლანდრიიდან.   ფონდი დაფარავს […]