ფლანდრიაში სამეცნიერო ვიზიტის შესაძლებლობა მკვლევრებისთვის Flemish Research Fund (FWO)

FWO უცხოელ მკვლევრებს სთავაზობს გრანტებს ფლანდრიაში სამეცნიერო ვიზიტისა და ადგილობრივ კვლევით ჯგუფთან თანამშრომლობისთვის. მკვლევრებს საშუალება ეძლევათ დაგეგმონ 1-3 თვის ხანგრძლივობის ვიზიტი. განაცხადის გასაკეთებლად მკვლევარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: უნდა ჰქონდეს დოქტორის ხარისხი და იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომელი; უნდა იყოს მინიმუმ ერთი რეცენზირებული პუბლიკაციის ავტორი; უნდა ჰქონდეს მასპინძელი მკვლევრის ოფიციალური მიწვევა ფლანდრიიდან. ფონდი დაფარავს […]
გენტის უნივერსიტეტის მასტერკლასი პოსტდოქტორანტებისთვის

გენტის უნივერსიტეტი პოსტდოქტორანტებს სთავაზობს უფასო ონლაინ მასტერკლასს, რომელიც მათ დაეხმარება კონკურენტული საპროექტო წინადადებების შემუშავებაში 2025 წლის მარია სკლოდოვსკა-კიურის პოსტსადოქტორო სტიპენდიის მოსაპოვებლად. მონაწილეობა შეუძლიათ პოსტდოქტორანტებს, რომლებიც გეგმავენ გენტის უნივერსიტეტის მასპინძელ დაწესებულებად არჩევას სტიპენდიის მოპოვების შემთხვევაში. დრო: 2025 წლის 10, 19 და 26 ივნისი (10:00-15:00 ცენტრალური ევროპის დროით) რეგისტრაციის ვადა: 2025 წლის 27 აპრილამდე (12:00 CET) დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ […]
სლოვაკეთის მთავრობის სტიპენდიები საქართველოს მოქალაქეებისთვის

სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობა 2025-2026 სასწავლო წლისთვის საქართველოს მოქალაქეებისთვის გამოყოფს ორ სტიპენდიას. სტიპენდიები განკუთვნილია ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის. პროგრამაში მონაწილეობის ერთ-ერთი პირობაა სლოვაკური ენის ცოდნა. შერჩეული აპლიკანტები გაივლიან სლოვაკური ენის უფასო კურსებს (2025 წლის 1 სექტემბრიდან 2026 წლის 30 ივნისის ჩათვლით). განაცხადების მიღება: 2025 წლის 25 მაისის ჩათვლით რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ ვებგვერდზე: https://www.vladnestipendia.sk/en/ დამატებითი ინფორმაცია კურსების […]
ლიეტუვური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსი

ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი Vytautas Magnus University – VMU (ლიეტუვა) იწვევს დაინტერესებულ პირებს ლიეტუვური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსზე. 4-კვირიანი კურსი მოიცავს ლიეტუვური ენის ყოველდღიურ გაკვეთილებს, სოციო-კულტურულ ლექციებსა და სემინარებს, სესიებს ლიეტუვის ისტორიასა და ტრადიციების შესახებ, მუზეუმებისა და კულტურული ძეგლების დათვალიერებას, სასწავლო ექსკურსიებს ლიეტუვაში. სულ გამოყოფილია 35 სტიპენდია საერთაშორისო სტუდენტების, ლექტორების, მკვლევრებისა და ლიეტუვური წარმოშობის პირებისთვის. […]
თურქეთის სასტიპენდიო პროგრამა

თურქეთის სასტიპენდიო საზაფხულო კვლევის პროგრამა Türkiye scholarship summer research program აცხადებს აპლიკაციების მიღებას. პროგრამა განკუთვნილია კვლევით დაინტერესებული ბაკალავრის საფეხურის სტუდენტებისთვის. გამარჯვებულ სტუდენტებს პროგრამა დაუფინანსებს სწავლის, ფრენის, საბანჯის უნივერსიტეტის კამპუსში განთავსებისა და სოციალურ-კულტურული აქტივობების ხარჯებს. ასევე უნივერსიტეტი სტუდენტებს გამოუყოფს ყოველთვიურ სტიპენდიას 9000 თურქული ლირის ოდენობით. განაცხადების მიღება: 26 მარტიდან განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადა: 11 აპრილი დეტალური ინფორმაცია საზაფხულო კვლევითი […]
სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული სტიპენდიები

სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობა აცხადებს აპლიკაციების მიღებას 2025-2026 აკადემიური წლისთვის სლოვაკეთის ეროვნული სტიპენდიების მოსაპოვებლად. პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტების, დოქტორანტების, მკვლევრების, ხელოვანებისა და უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მობილობას. განაცხადის შევსების დედლაინი: 30 აპრილი ყოველთვიური სტიპენდია გაიცემა შემდეგი ჯგუფებისთვის: ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის დოქტორანტურის სტუდენტებისთვის; მკვლევრებისთვის, პროფესორებისა და ხელოვანებისთვის. დამატებითი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს.
მონპელიეს ბიზნესის სკოლის სტიპენდია BOURSE INTERNATIONALE D’EXCELLENCE

საფრანგეთის ფონდის ეგიდით მონპელიეს ბიზნესის სკოლის ფონდმა დააწესა საერთაშორისო პრესტიჟული სტიპენდია იმ უცხოელი სტუდენტებისთვის, რომელთაც სწავლის გაგრძელება სურთ MBS ბიზნესის სკოლაში. სტიპენდიით სარგებლობა შეუძლიათ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის ბიზნესისა და მომიჯნავე სპეციალობების სტუდენტებს. MBS ბიზნესის სკოლას მინიჭებული აქვს სამმაგი AACSB, AMBA და EQUIS აკრედიტაცია. ეს უმაღლესი დაწესებულება ორიენტირებულია საერთაშორისო საფუძვლებზე და ინარჩუნებს ისეთ ღირებულებებს, როგორებიცაა: ეთიკა, […]
ინდონეზიის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა

ინდონეზიის რესპუბლიკის მთავრობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის აცხადებს განაცხადების მიღებას სტიპენდიების “Kemitraan Negara Berkembang (KNB) Scholarship” მოსაპოვებლად. Kemitraan Negara Berkembang (KNB) სტიპენდიებს გასცემს ინდონეზიის განათლების, კულტურის, კვლევისა და ტექნოლოგიის სამინისტრო. სტიპენდიები განკუთვნილია საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებისთვის ინდონეზიის 34 უნივერსიტეტიდან შერჩეულ ერთ-ერთ უნივერსიტეტში სასწავლებლად. აპლიკაციის შევსების პროცესისა და სასწავლო პროგრამების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია ბმულზე. დეტალური ინფორმაციისთვის […]
საზაფხულო სკოლა ჩეხეთის რესპუბლიკაში

ჩეხეთის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს სასტიპენდიო კონკურსს საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად. სკოლა უმთავრესად განკუთვნილია ჩეხური ენითა და სლავთმცოდნეობით დაინტერესებული სტუდენტებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისთვის. სკოლის ფართო პროფილის გათვალისწინებით მონაწილეობის უფლება ასევე აქვს ჩეხური ენით, ლიტერატურით, ისტორიითა და კულტურით დაინტერესებულ ყველა სხვა პირს. სასწავლო პროცესი წარიმართება როგორც ჩეხურ, ასევე ინგლისურ ენებზე. სტიპენდია ფარავს რეგისტრაციისა […]
რუმინეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2025-2026 აკადემიური წლისათვის აცხადებს კონკურსს ყოველწლიური სამთავრობო სტიპენდიების მოსაპოვებლად შემდეგ საფეხურებზე: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა. სტიპენდიები გაიცემა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებისთვის, რუმინეთის აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში, ყველა სფეროში, გარდა მედიცინისა, სტომატოლოგიური მედიცინისა და ფარმაციისა. ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტიპენდიების ბენეფიციარები ისწავლიან მხოლოდ რუმინულ ენაზე. სადოქტორო სტიპენდიის მფლობელებს შეუძლიათ აირჩიონ სწავლა რუმინულ, ან […]
