კორეის რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის (KAIST) სტიპენდიები

კორეის რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტი (KAIST) აცხადებს მიღებას მაგისტრატურასა და დოქტორანტურაზე სწავლის მსურველეთათვის. წარმატებული კანდიდატები შეძლებენ KAIST უნივერსიტეტში უფასოდ სწავლას და მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას. სტიპენდიის ხანგრძლივობა: მაგისტრატურა − 4 სემესტრი; დოქტორანტურა − 8 სემესტრი; ინტეგრირებული სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები − 10 სემესტრი. კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები: ინტეგრირებულ ან სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის მსურველებს 2025 წლის აგვისტომდე მოპოვებული უნდა ჰქონდეთ […]
ლატვიის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა 2025-2026 აკადემიური წლისთვის

ლატვიის მთავრობა აცხადებს კონკურსს სტიპენდიების მოსაპოვებლად ბაკალავრის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურების სტუდენტებისთვის ლატვიის წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად. სტიპენდიის ხანგრძლივობა 10 თვე – ბაკალავრისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის; 11 თვე – დოქტორანტურის სტუდენტებისთვის. ყოველთვიური სტიპენდია 500 ევრო – ბაკალავრის საფეხურზე; 600 ევრო – მაგისტრატურის საფეხურზე; 700 ევრო – დოქტორანტურის საფეხურზე. ლატვიური მხარე გამარჯვებულ სტუდენტებს დაუფინანსებს სასწავლო ხარჯებს, ხოლო […]
თურქეთის საგრანტო პროგრამა “Türkiye Bursları”

გრძელდება აპლიკაციების მიღება თურქეთის სახელმწიფო საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის. Türkiye Bursları სთავაზობს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის სტუდენტებსა და მკვლევრებს თურქეთის წამყვან უნივერსიტეტებში გრძელვადიან და მოკლევადიან სასწავლო პროგრამებს, კერძოდ: პროფესიული განათლების საგრანტო პროგრამას – ორწლიანი პროფესიული განათლების პროგრამა კანდიდატებს სთავაზობს კარიერული წინსვლისთვის საჭირო სპეციალური ცოდნისა და უნარების განვითარების შესაძლებლობას; საბაკალავრო საგრანტო პროგრამას – საბაკალავრო საგრანტო პროგრამა განკუთვნილია საბაკალავრო საფეხურზე […]
ბრუნეი დარუსალამის სამეფოს მთავრობის სტიპენდიები

ბრუნეი დარუსალამის სამეფოს მთავრობა საერთაშორისო სტუდენტებისთვის 2025-2026 აკადემიური წლისთვის გამოყოფს სტიპენდიებს. სტიპენდიები აპლიკანტებს აძლევს შესაძლებლობას, ისწავლონ როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო საფეხურზე ხუთ სხვადასხვა უნივერსიტეტში: ბრუნეი დარუსალამის უნივერსიტეტი (UBD) ისლამ სულთან შარიფ ალის უნივერსიტეტი (UNISSA) ბრუნეის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (UTB) რელიგიურ მასწავლებელთა უნივერსიტეტის კოლეჯი (KUPU SB) ბრუნეის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (PB) კონკურსში მონაწილეების განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა […]
გერმანულ-ქართული საზაფხულო სკოლა „განათლება მდგრადი განვითარებისთვის“

საზაფხულო სკოლა ორგანიზებულია კიოლნის უნივერსიტეტის (გერმანია) გეოგრაფიის განათლების ინსტიტუტისა და გერმანული ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტი II-ის მიერ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან (საქართველო) თანამშრომლობით. სკოლის მონაწილეები შეიძენენ ცოდნას გლობალური და ადგილობრივი მდგრადობის გამოწვევების, ასევე მდგრადი განვითარების განათლების (ESD) ხელშემწყობი ინოვაციური სწავლების მეთოდებისა და მედიის შესახებ. მონაწილეები შექმნიან საერთაშორისო ქსელს სამომავლო თანამშრომლობისთვის, ხოლო გაცვლებისა და პრაქტიკული გამოცდილების შედეგად […]
ოსლოს უნივერსიტეტის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა

2025 წლის ზაფხულისთვის ოსლოს უნივერსიტეტი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს პროგრამას “Norway på norsk” – სამკვირიან კურსს ნორვეგიის კულტურისა და ენის შესახებ, რომელიც აერთიანებს ნორვეგიული ენის შესავალ გაკვეთილებს, კულტურულ გამოცდილებასა და ექსკურსიებს ოსლოს სხვადასხვა რეგიონში. კურსი დაიწყება მიმდინარე წლის 30 ივნისს. განაცხადის წარდგენის ვადები: სტიპენდიის მსურველთათვის – 1 თებერვლამდე, თვითდაფინანსების მსურველთათვის – 1 მარტამდე. დეტალური ინფორმაცია საზაფხულო […]
სამაგისტრო სტიპენდიები საფრანგეთში “France Excellence 2025”

საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ეძლევათ, მიიღონ სტიპენდია საფრანგეთის უმაღლეს სასწავლებლებში სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტსა და სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე. სტიპენდიები ქართველ სტუდენტებს სთავაზობს საფრანგეთში მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას ფრანგულ ან ინგლისურენოვან პროგრამებზე. სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეობისთვის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: დაინტერესებული უნდა იყოს სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის […]
დენი დე რუჟმონის კონკურსი

Blue Europe აცხადებს 2024-2025 წლის დენი დე რუჟმონის კონკურსს. რეგისტრაციისა და აბსტრაქტების წარდგენის საბოლოო ვადაა 2025 წლის 31 მარტი. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს, ასევე 2024 წლის კურსდამთავრებულებს. ყველა მონაწილე მიიღებს სერტიფიკატს, შერჩეული ნამუშევრები გამოქვეყნდება Blue Europe-ის ვებგვერდზე და ყოველწლიურ გამოცემაში. გამარჯვებული ჯილდოს სახით მიიღებს 1000, ხოლო მეორე ადგილზე გასული − […]
ლუდოვიკას საჯარო სამსახურის უნივერსიტეტის პროგრამა Ludovika Scholars

ლუდოვიკას საჯარო სამსახურის უნივერსიტეტი (LUPS) იწვევს ლექტორებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან. Ludovika Scholars პროგრამის მიზანია LUPS-ის წარმომადგენლებმა შეძლონ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის აკადემიკოსებთან, მკვლევრებთან და ექსპერტებთან იდეების გაცვლა, ასევე მოწვეული ლექტორები გაეცნონ LUPS-ის მეცნიერთა მუშაობას და გააძლიერონ ურთიერთობები სამეცნიერო პარტნიორებთან. წარმატებული აპლიკანტები LUPS-ში ერთი კვირის განმავლობაში წაიკითხავენ საჯარო ლექციებს, მონაწილეობას მიიღებენ სამუშაო შეხვედრებსა და მასპინძელი […]
საზაფხულო კურსები ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას 2025 წელს სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულების საზაფხულო კურსებზე. გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში ყურადღებით გადახედოთ საზაფხულო კურსების სრულ ჩამონათვალს ვებგვერდზე. ზოგიერთ მათგანზე შესაძლებელია სრული დაფინანსების მოპოვება. მობილობის პერიოდი: 26 ივნისი-25 ივლისი, 2025 განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 14 თებერვალი, 2025 პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა ბმულზე.
