საზაფხულო სკოლა დრეზდენში

HZDR კვლევის ლაბორატორია დრეზდენში (გერმანია) 2012 წლიდან ყოველწლიურად მასპინძლობს  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საბუნებისმეტყველო და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების, ფიზიკის, ინჟინერიის ან მსგავს მიმართულებათა სტუდენტებს. საზაფხულო სკოლის სტუდენტებს წელსაც შესაძლებლობა ექნებათ, იმუშაონ HZDR-ის 10 კვლევითი ინსტიტუტიდან ერთ-ერთში, დაესწრონ მეცნიერთა ლექციებს და ჩაერთონ ლაბორატორიულ საქმიანობაში. მობილობის პერიოდი: ივლისი-სექტემბერი მობილობის ხანგრძლივობა: 6 ან 9 კვირა კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები: აპლიკანტი როგორც კონკურსის, […]

FARIG სტიპენდიები ქართველი მეცნიერებისთვის

2000 წელს ჯონ უილკინსონის მიერ დაარსებული ორგანიზაცია Friends of Academic Research in Georgia (FaRiG) ქართველ მეცნიერებს ყოველწლიურად საშუალებას აძლევს, მიიღონ გრანტი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სფეროში და ეხმარება მათ ქვეყნის ფარგლებს გარეთ კვლევების გამოქვეყნებაში. 2025 FaRiG გოგიტა ცეცხლაძის კვლევითი გრანტი ცნობილი ქართველი არქეოლოგის, გოგიტა ცეცხლაძის სახელობის გრანტი განკუთვნილია პოსტდოქტორანტი მკვლევრებისთვის, რომელთა საკვლევი არეალი მოიცავს კავკასიის რეგიონის არქეოლოგიურ ძეგლებს, რომლებიც დათარიღებულია არაუგვიანეს VII […]

პრაღის ეკონომიკის ინსტიტუტის (CERGE-EI) სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები

პრაღის ეკონომიკის ინსტიტუტი (CERGE-EI) აცხადებს მიღებას სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე: Master in Economic Research PhD in Economics   კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ ენობრივი კომპეტენციები და მათემატიკური უნარები. სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მსურველებს უნდა ჰქონდეთ ბაკალავრიატის ხარისხი, ხოლო დოქტორანტებს დასრულებული უნდა ჰქონდეთ სწავლა სამაგისტრო საფეხურზე. განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 31 მარტი, 2025 დამატებითი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ […]

ჩინეთის მთავრობის სამაგისტრო სტიპენდიები

ჩინეთის მთავრობამ გამოაცხადა მიღება სრულად დაფინანსებულ სამაგისტრო პროგრამებზე ქვეყნის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში სასწავლებლად. პროგრამის ხანგრძლივობა: 12 თვე კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები: კანდიდატის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 45 წელს; დამთავრებული უნდა ჰქონდეს სწავლა მინიმუმ ბაკალავრიატის საფეხურზე და ჰქონდეს 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება; უნდა მუშაობდეს სამთავრობო უწყებაში, ან იყოს რომელიმე ინსტიტუციის/კომპანიის ხელმძღვანელი ან  უნივერსიტეტის/კვლევითი ცენტრის ადმინისტრაციის წევრი, ანდა ჰქონდეს მუშაობის გამოცდილება […]

2025 Georgia-Korea Global Green Challenger Program

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ინჰას უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ სტუდენტურ პროგრამაში გლობალური კლიმატის კრიზისის შესახებ. 2025 წლის ივლისში საქართველოში დაგეგმილია კვირეული 2025 Georgia-Korea Global Green Challenger, რომლის ფარგლებშიც ილიაუნის სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ საველე გასვლებში, დაესწრებიან ქართველ და კორეელ ექსპერტთა ლექციებს გლობალური კლიმატის ცვლილებების მიმდინარე პროცესებისა და გამოწვევების შესახებ, შეასრულებენ ჯგუფურ დავალებებს 5 კორეული უნივერსიტეტის […]

კორეის KAIST უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობა

KAIST უნივერსიტეტმა (კორეა) გამოაცხადა მიღება მაგისტრატურასა და დოქტორანტურაზე სწავლის მსურველებისთვის. წარმატებული კანდიდატები შეძლებენ KAIST უნივერსიტეტში უფასოდ სწავლას; ისინი ასევე მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას და სრულად დაფინანსებულ ჯანმრთელობის დაზღვევას. სტიპენდიის ხანგრძლივობა: მაგისტრატურა − 4 სემესტრი; დოქტორანტურა − 8 სემესტრი; ინტეგრირებული სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები − 10 სემესტრი. სწავლის დაწყების თარიღი: 2025წლის 1 სექტემბერი კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები: ინტეგრირებულ ან […]

გენტის უნივერსიტეტის კვლევითი სტიპენდიები

გენტის უნივერსიტეტი (ბელგია) გასცემს სტიპენდიებს აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის რეგიონებში მცხოვრები ფარმაციის, ვეტერინარიის, მედიცინის, ჯანდაცვის, ბიომეცნიერებების, ინჟინერიის, არქიტექტურის ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სფეროთა მკვლევრებისთვის. კანდიდატს კონკურსის პერიოდისთვის მოპოვებული უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ხარისხი. სტიპენდია ფარავს ცხოვრებისა და მგზავრობის ხარჯებს. შერჩეული მკვლევრებისთვის გენტის უნივერსიტეტი ასევე გამოყოფს სამუშაო ადგილს ბიბლიოთეკაში. სტიპენდიის რაოდენობა: 2 750 ევრო სტიპენდიის ხანგრძლივობა: მინიმუმ 1, მაქსიმუმ […]

სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის (ARISC) კვლევითი გრანტები

სამხრეთი კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) გასცემს სხვადასხვა ტიპის გრანტებს, რომელთა მიზანია ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტებისა და მკვლევრების მხარდაჭერა კვლევით საქმიანობაში. ARISC Small Grants გრანტი განკუთვნილია ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის, რომლებიც ახორციელებენ კვლევას სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ან სხვა მომიჯნავე მიმართულებით. გრანტის მოცულობა: $500 დედლაინი: 6 დეკემბერი, 2024 ARISC Travel Grants გრანტი განკუთვნილია მკვლევრებისა და […]

კონკურსი ბერლინის კვლევითი სტიპენდიის მოსაპოვებლად

ფონდი Study Foundation the Berlin House of Representatives აცხადებს კონკურსს კვლევითი სტიპენდიის მოსაპოვებლად, რომელიც დაინტერესებულ კანდიდატებს საშუალებას მისცემს 10 თვის განმავლობაში იმუშაონ ბერლინის რომელიმე კვლევითი ცენტრის ან უნივერსიტეტის პროფესორთან/მკვლევართან მათთვის საინტერესო კვლევით პროექტზე. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია 35 წლამდე პირს ბაკალავრის ხარისხით. კვლევის თემატიკა შეზღუდული არ არის, თუმცა სასურველია, კანდიდატის კვლევითი ინტერესები უკავშირდებოდეს ჰუმანიტარულ და სოციალურ […]

კონკურსი პოლონეთის ერთთვიანი კვლევითი სტიპენდიების მოსაპოვებლად

პროგრამის  „ერთი თვე პოლონეთში“ (A Month in Poland) ფარგლებში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ისტორიით, პოლიტიკითა და კულტურით დაინტერესებული პირებისთვის გაიცემა სტიპენდიები კვლევის ჩასატარებლად. კვლევა შესაძლებელია პოლონეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მუზეუმებში, არქივებსა და ბიბლიოთეკებში. სტიპენდიის რაოდენობა: 6 500 პოლონური ზლოტი (PLN) სტიპენდიის ხანგრძლივობა: 1 თვე კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ სპეციალური სააპლიკაციო ფორმით: https://stypendium.mieroszewski.pl/users/login განაცხადების მიღების ბოლო ვადა განსაზღვრული არ […]