ავსტრიის სასტიპენდიო პროგრამები

ავსტრიის განათლებისა და ინტერნაციონალიზაციის სააგენტომ (OeAD) გამოაქვეყნა ინფორმაცია სხვადასხვა ტიპის სასტიპენდიო პროგრამების შესახებ ავსტრიაში სწავლის მსურველებისთვის. მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის აქტიურ სტუდენტებს, ასევე კურსდამთავრებულებს, აბიტურიენტებსა და სხვადასხვა დისციპლინის მკვლევრებს. თქვენთვის სასურველი პროგრამის შესარჩევად და მასზე დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად გთხოვთ, ეწვიოთ ვებგვერდს. 2024
JICA სრულად დაფინანსებული სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები იაპონიაში

იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო (JICA) 2019 წლიდან ახორციელებს სასწავლო პროგრამას “SDGs Global Leader JFY 2024-2026”, რომელიც საჯარო მოხელეებს, აკადემიკოსებსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს ისწავლონ იაპონიის რომელიმე უნივერსიტეტის სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამაზე სრულიად უფასოდ. პროგრამის ხანგრძლივობა: მაგისტრატურა – 2 წელი დოქტორანტურა – 3 წელი[1] პროგრამაში მონაწილეობის წინაპირობები: პროგრამა განკუთვნილია ახალგაზრდა და შუახნის საჯარო მოხელეებისთვის, აკადემიკოსებისთვის და კერძო სექტორის […]
სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული სტიპენდიები

სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობა 2005 წლიდან გასცემს ეროვნულ სტიპენდიებს სტუდენტების, დოქტორანტების, მკვლევრების, ხელოვანებისა და უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მობილობების მხარდასაჭერად. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ორი ტიპის მობილობა: მობილობა მომდევნო 2025-2026 აკადემიური წლისთვის – დედლაინი: 30 აპრილი. მობილობა მიმდინარე 2024-2025 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრისთვის – დედლაინი: 31 ოქტომბერი. ყოველთვიური სტიპენდია გაიცემა შემდეგი ჯგუფებისთვის: ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, რომლებსაც გავლილი აქვთ უმაღლესი […]
3-დღიანი უფასო ონლაინტრენინგი ენერგოსაკითხებზე

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის EU4Energy ფარგლებში იგეგმება 3-დღიანი ონლაინტრენინგი ენერგოსაკითხებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნებიდან. ტრენინგის პერიოდი: 8-10 ოქტომბერი (16:00-18:00 CET) ტრენინგის ბოლო დღეს გაიმართება ქვიზი, რომელში გამარჯვებულ სტუდენტსაც EU4Energy ღონისძიებაზე დასასწრებად მიიწვევენ. ტრენინგი გაიმართება ინგლისურ ენაზე, ამიტომ მის მონაწილე სტუდენტებს მოეთხოვებათ მინ. B2 დონე ინგლისურში. დამატებითი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს. განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 4 ოქტომბერი
გრანტი კლიმატის ცვლილებაზე მომუშავე მკვლევრებისთვის

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით პროექტის Make Our Planet Great Again (MOPGA) ფარგლებში გაიცემა კვლევითი სტიპენდიები ფრანგულ კვლევით ინსტიტუტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს შორის თანამშრომლობის ხელშესაწყობად. წელს იგეგმება 60 გრანტის გაცემა კლიმატისა და გარემოს ცვლილების თემაზე შექმნილი კვლევითი პროექტების მხარდასაჭერად. სტიპენდიის ხანგრძლივობა: 12 თვე კვლევის დაწყების თარიღი: 2025 წლის სექტემბრიდან კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები: დოქტორის ხარისხის მოპოვებიდან გასული არ […]
ტალინის უნივერსიტეტის სრულად დაფინანსებული სასწავლო პროგრამა განათლების სპეციალისტებისათვის

ტალინის უნივერსიტეტი გასცემს სრულ და ნაწილობრივ სტიპენდიებს განათლების მიმართულებით 6-თვიან პროგრამაზე სასწავლებლად ტალინის უნივერსიტეტში. პროგრამა ხორციელდება ჰიბრიდულად: ონლაინ (Zoom): 22 და 29 იანვარი, 2025 ფიზიკურად (ტალინის უნივერსიტეტი): 31 მარტი-11 აპრილი, 2025 ონლაინ (Zoom): 10-12 ივნისი, 2024 პროგრამა განკუთვნილია განათლების სფეროში მომუშავე პირებისთვის: სკოლის მასწავლებლები; უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი; არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები; ადგილობრივი და ეროვნული მთავრობის წარმომადგენლები; განათლების სფეროს ლიდერები ან განათლების სფეროთი დაინტერესებული სხვა პირები. კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები: კანდიდატს დასრულებული […]
ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტის სრულად დაფინანსებული ენის კურსი ლიეტუვაში

ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი (ლიეტუვა) ქართველ სტუდენტებს სთავაზობს ლიეტუვური ენის შემსწავლელ კურსს. კურსზე დასწრება შესაძლებელია როგორც დისტანციურად, ისე ადგილზე. სულ გაიცემა 16 სტიპენდია. სტიპენდიის მფლობელები თავისუფლდებიან კურსების საფასურის გადასახადისგან, ხოლო კურსის ადგილზე გავლის მსურველ წარმატებულ კანდიდატებს გადაეცემათ სტიპენდია 825 ევროს ოდენობით საცხოვრებელი და მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად. კურსის ხანგრძლივობა: 4 იანვარი-2 თებერვალი გაითვალისწინეთ, რომ სტუდენტებმა განაცხადის ფორმაში […]
RWTH აახენის უნივერსიტეტის კვლევითი სტიპენდიები

RWTH აახენის უნივერსიტეტი (გერმანია) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის გასცემს კვლევით სტიპენდიებს. Advanced Research Opportunities Program (AROP): სტიპენდიის მოპოვება შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის სტუდენტებს ან დოქტორის ხარისხის მქონე პირებს. სტიპენდიის ხანგრძლივობა – მაქსიმუმ 6 თვე ყოველთვიური სტიპენდია – 1 800EUR განაცხადები მიიღება 30 სექტემბრამდე და 31 მარტამდე. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე. Theodore von Kármán Fellowship (under IRS): სტიპენდიის მოპოვება […]
ERASMUS+ საინფორმაციო შეხვედრები სტუდენტებისათვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით გაიმართება ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები ილიაუნის სტუდენტებისათვის Erasmus+ გაცვლითი პროგრამების შესახებ. საინფორმაციო შეხვედრების განრიგი იხილეთ ბმულზე. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ვებგვერდს.
გლობალური სამხრეთის სტუმარ-მკვლევართა სტიპენდია

ავსტრალიის თანამეგობრობის ეროვნული უნივერსიტეტის (ANU) ხელოვნებისა და სოციალურ მეცნიერებათა კოლეჯი (CASS) აცხადებს გლობალური სამხრეთის სტიპენდიებს გლობალური სამხრეთის ქვეყნების მეცნიერთა მხარდასაჭერად. დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 16 850 ავსტრალიურ დოლარს. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ გლობალური სამხრეთის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ან კვლევით ინსტიტუტებში დასაქმებულ შესაბამისი გამოცდილების მქონე პირებს. უპირატესობა მიენიჭებათ დამწყები და საშუალო სამუშაო გამოცდილების მქონე კანდიდატებს. პროგრამის შესახებ […]
