სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული სტიპენდიები

სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობა 2005 წლიდან გასცემს ეროვნულ სტიპენდიებს სტუდენტების, დოქტორანტების, მკვლევრების, ხელოვანებისა და უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მობილობების მხარდასაჭერად.

პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ორი ტიპის მობილობა:

  1. მობილობა მომდევნო 2025-2026 აკადემიური წლისთვის – დედლაინი: 30 აპრილი.
  2. მობილობა მიმდინარე 2024-2025 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრისთვის – დედლაინი: 31 ოქტომბერი.

ყოველთვიური სტიპენდია გაიცემა შემდეგი ჯგუფებისთვის:

  • ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, რომლებსაც გავლილი აქვთ უმაღლესი განათლების 3 წელი;
  • დოქტორანტურის სტუდენტებისთვის;
  • მკვლევრებისთვის, პროფესორებისა და ხელოვანებისთვის.

დამატებითი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

 

 

გაიგე მეტი

გაიგე მეტი